დავით ბაქრაძე: სტრასბურგის დღევანდელი გადაწყვეტილება არის საფრთხის შემცველი და ცუდი ქართული დემოკრატიისთვის

  • 18 ივლისი 14:44

„ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ სტრასბურგის დღევანდელი გადაწყვეტილება არის საფრთხის შემცველი და ცუდი ქართული დემოკრატიისთვის.  

დავით ბაქრაძე „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით სტრასბურგის დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება/


„მიმაჩნია, რომ სტრასბურგის დღევანდელი გადაწყვეტილება არის საფრთხის შემცველი და ცუდი ქართული დემოკრატიისთვის, მაგრამ როგორც პასუხისმგებლიანი და პროდასავლუტი ოპოზიცია, ჩვენ კითხვის ნიშნის ქვეშ არ ვაყენებთ ამ გადაწყვეტილებას“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.


დღეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დადგინდა. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის დიდ პალატაში გაასაჩივროს. ამასთანავე, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს.