ქიბარ ხალვაში რეგისტრაციას დღესვე მოითხოვს

  • imedinews.ge
  • 18 ივლისი 14:20

ბიზნესმენი, "რუსთავი 2"- ის მფლობელი ქიბარ ხალვაში დღესვე მოითხოვს "რუსთავი 2" - ის რეგისტრაციას. 

აღნიშნულის შესახებ "ქრონიკას"  ხალვაშის ადვოკატმა პიტერ ლაუმ განუცხადა. 


„დღესვე მოვითხოვთ რეგისტრაციას. ეს შემიძლია ოფიციალურად დაგიდასტუროთ. მე უკვე ვესაუბრე ქიბარ ხალვაშს ვერდიქტის თაობაზე და ის ძალიან ბედნიერია. მოხარულები ვართ სტრასბურგის გადაწყვეტილებით და გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ქიბარ ხალვაშს დავუბრუნოთ ის უფლება, რაც მას 2017 წლის მარტში მიენიჭა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით.


ჩვენი შემდეგი ნაბიჯია გავაკეთოთ ყველაფერი იმის შესაბამისად, რაც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა. ბედნიერი ვარ როგორც ქიბარ ხალვაშის ინტერესების დამცველი. ძალიან კარგი დღეა მისთვის, ჩვენთვის და ქართველი ხალხისთვის, ვინაიდან დაამტკიცა ევროპულმა სასამართლომ, რომ ქართული სასამართლო თავისუფალია და სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა“, - განუცხადა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პიტერ ლაუმ „ქრონიკას“.


სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულსა სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"–ისა და ვაზაგაშვილების საქმეებზე გადაწყვეტილებები ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.
სასამართლომ ვაზაგაშვილების სასაგრებლოდ საქართველოს სახელმწიფოს 50 000 ევროს კომპენსაცია დააკისრა.


 „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დადგინდა. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის დიდ პალატაში გაასაჩივროს.


ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge