ედიშერ გვენეტაძე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: ეს არის ქართული მართლმსაჯულებისა და სახელმწიფოს უდიდესი გამარჯვება

  • 18 ივლისი 14:06

„ეს არის ქართული მართლმსაჯულებისა და სახელმწიფოს უდიდესი გამარჯვება“ , - ამ სიტყვებით ეხმაურება ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ედიშერ გვენეტაძე „რუსთავი 2“-ს საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.  

„ქართული მართლმსაჯულებისა და სახელმწიფოს უდიდესი გამარჯვება. ვყალიბდებით დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოდ.


სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით:


• საქმეზე „რუსთავი 2“ - საქართველოს წინააღმდეგ, გაიმარჯვა საქართველომ!
• საქმეზე „ძმები ყარამანაშვილები საქართველოს წინააღმდეგ“ - გაიმარჯვა საქართველომ!
• სტრასბურგის სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება და სამართლიანობა, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ წარმოადგენს ქიბარ ხალვაშის კანონიერ საკუთრებას.
• ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „რუსთავი 2“-თან და მის მფლობელებთან მიმართებაში, საქმის არცერთ ნაწილში, არანაირი დარღვევას ადგილი არ ჰქონია!
• ეს საქმე, პრაქტიკულად ქართული მართლმსაჯულების საერთაშორისო ტესტი იყო, რომელიც ქართულმა სასამართლომ დიდი წარმატებით ჩააბარა!
• ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავისის გადაწყვეტილებით გვეუბნება, რომ ქართული მართლმსაჯულების სისტემა ხელმძღვანელობს სამართლიანობისა და კანონიერების უმაღლესი ევროპული სტანდარტით.
• ეს არის ჩვენი მართლმსაჯულების სიტემის უდიდესი აღიარება!“ - წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.


დღეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დადგინდა. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის დიდ პალატაში გაასაჩივროს. ამასთანავე, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს.