"სამართლიანობა აღდგება მაშინ, როდესაც "რუსთავი 2" დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს"

  • 18 ივლისი 14:08

"რუსთავი 2"–ის დამფუძნებლები ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ქიბარ ხალვაშს ულოცავენ აღნიშნულ გადაწყვეტილებას.

"რუსთავი 2"–ის ყოფილი დამფუძნებლების განცხადებას "პირველი" უცვლელად გთავაზობთ.

"სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა მიუკერძოებელმა სასამართლომ კიდევ ერთხელ და კატეგორიულად დაადასტურა, რომ რუსთავი 2-ის დღევანდელ მფლობელებს არაკანონერად და ბანდიტურად აქვთ მითვისებული ჩვენს მიერ დაფუძნებული, ერთ დროს დამოუკიდებული და თავისუფალი ტელევიზია.

ვულოცავთ ქიბარ ხალბვაშს ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას.

ამასთანავე, კატეგორიულად ვთვლით - სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც  უკანონოდ წართმეული და პარტიულ სამსახურში ჩაყენებული რუსთავი 2 დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს.

ჯარჯი აქიმიძე

დავით დვალი".