"რუსთავი 2"-ის დამფუძნებლების დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის პირველი კომენტარი

  • radiotavisupleba.ge
  • 18 ივლისი 13:54

"რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ.

„სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა მიუკერძოებელმა სასამართლომ კიდევ ერთხელ და კატეგორიულად დაადასტურა, რომ რუსთავი 2-ის დღევანდელ მფლობელებს არაკანონერად და ბანდიტურად აქვთ მითვისებული ჩვენს მიერ დაფუძნებული, ერთ დროს დამოუკიდებული და თავისუფალი ტელევიზია.


ვულოცავთ ქიბარ ხალვაშს ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას.


ამასთანავე, კატეგორიულად ვთვლით - სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც უკანონოდ წართმეული და პარტიულ სამსახურში ჩაყენებული რუსთავი 2 დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს“,- ასე გამოეხმაურნენ რუსთავი 2-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსთავი2-ის საქმეზე.


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნულ სასამართლოებში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის განხილვისას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლები არ დარღვეულა. მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება.


საქმეზე "რუსთავი 2", შპს „ტელეკომპანია საქართველო“ და ლევან და გიორგი ყარამანიშვილები საქართველოს წინააღმდეგ.გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს პალატამ მიიღო 6 ხმით 1-ის წინააღმდეგ.


საქართველოს სასამართლო ინსტანციებმა "რუსთავი 2" მის ყოფილ მფლობელს, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს.

სრული ვერსიის ნახვა radiotavisupleba.ge