"რუსთავი 2"- ის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი

  • pia.ge
  • 18 ივლისი 10:40

სტრასბურგის სასამართლო სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"- ის საქმეზე  გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს. 

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, სტრასბურგის დროით 10:00 საათზე გამოქვეყნდება.


2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ  „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს, „რუსთავი 2“-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.


 


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge