ამინდის პროგნოზი

  • pia.ge
  • 18 ივლისი 10:10

20 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რეგიონში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. ამის შესახებ „პირველს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.

სინოპტიკოსის ცნობით, 18-20 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა  +25  +30 გრადუსი იქნება, მთიან რაიონებში  +24  +29, მაღალმთიან რაიონებში კი 20-25 გრადუსამდე დათბება.


20 ივლისის ჩათვლით, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელეჭექით, ჰაერი კი 30-დან 35 გრადუსამდე გათბება.


თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 18 ივლისს ჰაერის ტემპერატურა  32-34 გრადუსი იქნება.


19 ივლისს ტემპერატურა 27 გრადუსამდე შემცირდება. საღამოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.


დედაქალაქში 20-21 ივლისიდან ისევ გამოიდარებს და ჰაერი +33 +35 გრადუსამდე გათბება.


რაც შეეხება კახეთის რეგიონს, სინოპტიკოსის ცნობით, 19-20 ივლისს საღამოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია იყოს სეტყვა, წვიმასთან ერთად გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge