შტეფან ჰაბერმანი ვარჯიშის დროს გარდაიცვალა

  • imedinews.ge
  • 17 ივლისი 23:29, 2019 წელი

გერმანული საფეხბურთო კლუბის „დესაუერის“ 30 წლის ფეხბურთელი შტეფან ჰაბერმანი ვარჯიშის დროს გარდაიცვალა. 

სპორტსმენი სტადიონზე გახდა ცუდად, მისი გადარჩენა კი ვერ მოხერხდა. გარდაცვალების მიზეზი არ კონკრეტდება.

12 ივლისს მსგავსი შემთხვევა არგენტინაშიც მოხდა. 17 წლის მეკარემ პენალტი მოიგერია და გულის შეტევით დაიღუპა.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge