18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

  • funtime.ge
  • 17 ივლისი 23:25

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


ეცადეთ, ოჯახში გართულებული ურთიერთობის მოგვარებაზე იზრუნოთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ მეგობრებსა და ახლობლებს. სანამ ძველ საქმეებს არ დაასრულებთ, ახალი საქმეების წამოწყება არც იფიქროთ.


კურო


ბოლო დროს სულ უფრო ხშირად გინდათ, რომ საკუთარ ცხოვრებაში რაღაც შეცვალოთ, თუმცა ეცადეთ, მოვლენები არ დააჩქაროთ. შესაძლოა, ბოლო წამს ყველაფერი შეიცვალოს. ცნობიერისა და ქვეცნობიერის ურთიერთკავშირი სწორი დასკვნების გამოტანაში დაგეხმარებათ.


ტყუპები


ნერვებს გაუფრთხილდით - ამ დღეს მოსალოდნელია მეგობრებთან ან ნათესავებთან კონფლიქტი. შესაძლოა, ცხოვრების შეცვლის სურვილი გაგიჩნდეთ. მოვლენებს ნუ დააჩქარებთ - დღეს რადიკალური ცვლილებებისთვის შესაფერისი დღე არაა. გამორიცხული არაა, ძველ გატაცებას დაუბრუნდეთ.


კირჩხიბი


ამ დღეს სევდა და მოწყენილობა დაუშვებელია, თუნდაც შინაგან მღელვარებას ებრძოდეთ. ოჯახური საქმეებისგან დაისვენეთ და ოჯახურ წრეში გაერთეთ. დაზოგეთ ელექტროენერგია და საღამო სანთლების შუქზე გაატარეთ. ერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს, რადგან შეიძლება თავი აგატკივოთ და ხასიათი გაგიფუჭოთ. კარგი იქნება, თუ ამ დღეს ახალ სამოსში გაატარებთ.


ლომი


მშვენიერი დღეა პროფესიული საქმიანობისთვის. სასიამოვნო სიახლე, მეგობრული რჩევა ან ნათესავებთან შეხვედრა თქვენს მატერიალურ კეთილდღეობაზე სასიკეთოდ აისახება. ერიდეთ საკუთარ თავზე მეტისმეტად დიდი პასუხისმგებლობის აღებას და ერთბაშად რამდენიმე საქმის კეთებას.


ქალწული


ახალი წლის დასაწყისი საკმაოდ რთული იქნება, ამიტომ რთულ პირობებთან ადაპტირების უნარის გამომუშავება მოგიწევთ. თქვენს ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი. ეს მტკივნეული პროცესი იქნება, ამიტომ ნერვებს გაუფრთხილდით და მოვლენებს ნუ დააჩქარებთ.


სასწორი


რთული დღეა. მოსალოდნელია დაბნეულობა და გარშემომყოფ ადამიანებთან კონფლიქტი. გირჩევთ, სამომავლო გეგმების შედგენა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება სხვა დროისთვის გადადოთ. დღის მეორე ნახევარი შესაფერისი დროა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობისთვის.



მორიელი


ამ დღეს მორიელებისთვის დაძაბული ერთთვიანი პერიოდი იწყება. ეს დრო ხელსაყრელია საქმიანი შეხვედრებისთვის, ნაცნობობისა და სამომავლო გეგმებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ წარმატების მიღწევა ძალიან ძნელი იქნება, რადგან მოსალოდნელია სერიოზული წინააღმდეგობები და დიდი უსიამოვნებები. მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ. საკუთარი თავის რწმენა დაგეხმარებათ, რომ ყველა გამოცდას გაუძლოთ და წარმატებას მიაღწიოთ.


მშვილდოსანი


თქვენი პირდაპირობა შესაძლოა, ახლობელ ადამიანთან ურთიერთობის დაძაბვის მიზეზი გახდეს. ზედმეტმა ემოციურობამ და უტაქტობამ შეიძლება წარმატებაში ხელი შეგიშალოთ. მოსალოდნელია ჯანმრთელობის ან ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემები.


თხის რქა


სავარაუდოდ, ყველა პრობლემა ფულის შემოდინებას ან, პირიქით, გადინებას უკავშირდება. მოსალოდნელია სამსახურებრივი ან საზოგადოებრივი მდგომარეობის სწრაფი ცვლილება. გირჩევთ, მეტი იფიქროთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.


მერწყული


წარმატება თქვენს მხარესაა. თქვენს ცხოვრებაში მოსალოდნელია უეცარი ცვლილება. ინტუიცია და წინდახედულება დაგეხმარებათ სწორი მიმართულების პოვნაში. გამორიცხული არაა, რომ გაბედულმა და სარისკო ნაბიჯმა სოლიდური მოგება მოგიტანოთ. მთავარია, დროულად შეჩერება შეძლოთ.


თევზები


ამ დღეს აუხსნელი შფოთვა ახლავს. გაორება, ტყუილი და შეცდომები. დიდია ინფექციური დაავადებების რისკი. გახსოვდეთ, რომ ნდობა და მეტისმეტი მგრძნობიარობა შეიძლება დეპრესიის მიზეზი გახდეს. ეცადეთ, საკუთარ თავში საყრდენი წერილი მონახოთ და თქვენს ფსიქიკაზე, მსოფლმხედველობასა და პროფესიულ მოღვაწეობაზე სხვა ადამიანების გავლენას შეეწინააღმდეგოთ. იყავით უფრო ძლიერი და სრულყოფილებას მიუახლოვდებით.

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge