Bloomberg: ბილ გეიტსი მსოფლიოში სიმდიდრით მეორე ადამიანი აღარაა

  • imedinews.ge
  • 17 ივლისი 22:26

კომპანია Microsoft-ის დაამარსებელი ბილ გეიტსი ბოლო მსოფლიოში სიმდიდრით მეორე ადამიანი აღარაა. მისი ადგილი კომპანია LVMH-ის მფლობელმა ბერნარ არნომ დაიკავა. 

მილიარდერების სიაში ფრანგი 107,6 მილიარდი დოლარით მოხვდა. მან გეიტს სულ რაღაც 200 მილიონი დოლარით აჯობა. ამჟამად ამერიკული გიგანტური კომპანიის მფლობელს 107,4 მილიარდი დოლარი აქვს.


70 წლის ბერნარ არნომ მხოლოდ 2019 წელს $39 მილიარდი იშოვა. ხოლო გეიტსმა ქველმოქმედების მიზნით, 35 მილიარდი გასცა.


ტრადიციულად სამყაროს ყველაზე მდიდარი კაცი Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსია $125 მილიარდით.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge