მკვლელობის გამო თურქეთი საპასუხო ზომებით იმუქრება

  • imedinews.ge
  • 17 ივლისი 21:23

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, თურქული მხარე მისი დიპლომატის მკვლელობისთვის საპასუხო ზომებით იმუქრება.

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა Twitter-ზე დაწერა, რომ ამ მოღალატეობრივ ქმედებას შესაბამისი პასუხი მოჰყვება. 


პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით კი, თავდამსხმელების გამოსააშკარავებლად ერაყის მთავრობასთან მუშაობენ.


ერაყის ქურთისტანის ქალაქ ერბილში, რესტორანში სროლის შედეგად თურქი დიპლომატი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქი დიპლომატის მკვლელობის ფაქტს ადასტურებს.


ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურების ინფორმაციით, სროლა ჯერჯერობით დაუდგენელი პირის მიერ, ქალაქის ერთ-ერთი რესტორანში, თურქი დიპლომატების სადილის დროს განხორციელდა.


პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის პრესმდივნის, იბრაჰიმ კალინის თქმით, ოფიციალური ანკარა ძალადობრივ თავდასხმაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს.


დიპლომატი, ქალაქ იდლიბში არსებული თურქეთის საკონსულოს ვიცე-კონსულის თანამდებობას იკავებდა.


იმის მიუხედავად რომ, რეგიონში ქურთი მეამბოხეების დიდი რაოდენობაა თავმოყრილი, მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge