დედა, ღვთისმშობელი გავაღიმე - აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე მოზარდის ნახატი

  • 17 ივლისი 20:53

ზუგდიდელმა გიგი სიჭინავამ, რომელიც აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ხელოვანია, ფანქრებით მომღიმარი ღვთისმშობელი დახატა.

გიგის დედა ამბობს, რომ პატარა ხელოვანი ნახატზე თვეების განმავლობაში მუშაობდა, ხატვა კი ზამთრის ცივ დღეს დაიწყო.


"ერთ დღეს ძალიან ცუდი ამინდი იყო და დაიწყო ხატვა. მითხრა, ღვთისმშობელს დავხატავ და გამოიდარებსო. ძალიან უყვარს ეს ნახატი, განსაკუთრებულად მუშაობდა ახლაც ძალიან უფრთხილდება. ნახატზე მუშაობა რომ დაასრულა, მოვიდა, მაჩვენა და მითხრა: დედა, ნახე ღვთისმშობელი გავაღიმეო", - უთხრა "პირველს" ხელოვანის დედამ ნათია სახოკიამ.


ნახატი საკმაოდ დიდი ზომისაა და გიგისთვის ეს რელიგიურ თემაზე შექმნილი პირველი ნამუშევარია. მოზარდი აპირებს, რომ მას ორნამენტები გაუკეთოს და ნამუშევარი ეკლესიაში მიიტანოს.