"ლარის გაუფასურება მიშა სააკაშვილის დროსაც ხდებოდა, უბრალოდ, ახლა ხალხს თავისუფლება მიეცა, რომ პოსტები წერონ"

  • სარკე
  • 17 ივლისი 19:56

ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი ჟურნალ "სარკესთან" საუბარში ამბობს, რომ ლარი მიხეილ სააკაშვილის მმარტველობის დროსაც უფასურდებოდა.

"ლარის გაუფასურება ყოველთვის იყო. უბრალოდ, ახლა ხალხს თავისუფლება მიეცა, რომ პოსტები წერონ სოციალურ ქსელში, გამოვიდნენ რაღაც აქციაზე, იყვირონ. მიშა სააკაშვილის დროსაც ხდებოდა ეს, მაგრამ ყველას ისე ეშინოდა და მათ შორის მეც, რომ ტელეფონებს მეორე ოთახში ვტოვებდით და ისე ვლააპრაკობდით ან ტელეფონში სახელებს არ ვახსენებდით, რადგან ყველას გვისმენდნენ. გაჭირვება მაშინაც იყო", - აცხადებს გოგიაშვილი.

წყარო: სარკე