ქობულეთში დაკარგული 3 წლის ბავშვი მაშველებმა იპოვეს(ვიდეო)

  • kvira.ge
  • 17 ივლისი 18:07

ქობულეთში, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სეზონურ მაშველებს, რომლებიც საგუშაგოზე მორიგეობდნენ, მოქალაქემ 3 წლის ბავშვის დაკარგვის შესახებ მიმართა.

მშობლის განცხადებით, ბავშვი სანაპირო ზოლზე გაუჩინარდა და მის პოვნას ვერ ახერხებდნენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველები დასახმარებლად დაუყონებლივ გავიდნენ, ასევე, ინფორმაცია გადაეცა მახლობლად მყოფ ყველა სამაშველო საგუშაგოს და დაახლოებით ნახევარსაათიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, ბავშვი გაუჩინარების ადგილიდან დაახლოებით 2 კილომეტრის მოშორებით იპოვეს.


მაშველებმა მშობლებს ბავშვი უვნებლად დაუბრუნეს.


სრული ვერსიის ნახვა kvira.ge