გიორგი კალანდია განახხლებულ "დედა ენაზე" - "ყვავილი აყუნამ შეცვალა და მაყვალი – ბაყუნამ"

  • primetimenews.ge
  • 17 ივლისი 12:35

ისტორიკოსი გიორგი კალანდია განახლებული "დედა ენის" ვერსიას ასე აფასებს: "არის რაღაცეები, რაც მაგრად ტეხავს". მან განახლებულ დედა ენის წიგნში ჩანაცვლებული ფრაზეოლოგია გააკრიტიკა.

"პირველი "გათანამედროვებული", ანუ ადაპტირებული, მეორე კი – "ძველი",  ანუ გოგებაშვილისეული "დედა ენაა". ყველანაირი სიახლის და მოდერნიზაციის მომხრე ვარ, ოღონდ არა ასეთის-სადაც ყვავილი აყუნამ შეცვალა და მაყვალი – ბაყუნამ. არის რაღაცები, რაც მაგრად ტეხავს" – წერს კალანდია.


2019-20 სასწავლო წლიდან იაკობ გოგებაშვილის "დედა ენა" სკოლებში ადაპტირებული ვერსიით ბრუნდება და არსებულ გრიფირებულ სახელმძღვანელოებთან ერთად მნიშვნელოვანი სასწავლო რესურსი ხდება. ამასთან დაკავშირებით ღონისძიება სოფელ ვარიანში პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გამართა.


პრემიერის განცხადებით, ახალი სასწავლო წლიდან ყველა პირველკლასელი "დედა ენას" უფასოდ მიიღებს.

სრული ვერსიის ნახვა primetimenews.ge