ცეცხლოვანი სექსის რეცეპტი

  • funtime.ge
  • 16 ივლისი 18:05

რა თქმა უნდა, ცოლქმრული მოვალეობის მონოტონური შესრულება წინასწარ გაწერილი გეგმით ან რეცეპტით არ არსებობს და რომც არსებობდეს, ალბათ, ვერაფერს მისცემს წყვილს კომპლექსებისა და სტრესის გარდა.

ქალები, რომლებსაც პარტნიორთან ურთიერთობის დროს ორგაზმი არასდროს განუცდიათ, იმედგაცრუებულები რჩებიან და მიზეზის ძიებას საკუთარ თავში იწყებენ. ამას ხშირად, სერიოზული ნერვული აშლილობა და ისტერიკა მოჰყვება, ზოგჯერ - განქორწინებაც კი. თუმცა, არსებობს უამრავი გზა იმისთვის, რომ სექსი მრავალფეროვანი, საინტერესო გახდეს და შესაშური ორგაზმი განიცადოთ.ერთ-ერთი ამგვარი „რეცეპტია“ შხაპი ტკბილი გელით, რომელიც ორგანიზმს დაეხმარება ძლიერი აფროდიზიაკების გამოყოფაში. 
ისარგებლეთ ტანის გელით შოკოლადის, ვანილის ან მარწყვის არომატით. ამგვარი სურნელები პარტნიორებში სექსუალურ მადას აძლიერებს, რადგან შოკოლადი ბუნებრივი აფროდიზიაკია. ამაღელვებელ სურნელს დამატებული მოვლილი შიშველი სხეული - ეს, რა თქმა უნდა, შესანიშნავია, მაგრამ, თუკი სხეულს რამდენიმე სანტიმეტრ მაქმანებიან ქსოვილს ან ლატექსს დაამატებთ, საწოლში ნამდვილ ცეცხლს დაანთებთ და დაუვიწყარი სექსი გექნებათ.



ცეცხლოვანი სექსისთვის საჭიროა თეთრეულის გემოვნებით შერჩევა, ისე რომ თქვენმა საცვალმა უფრო თავდაჯერებული გაგხადოთ. 
იმისთვის, რომ სასურველი ქალი იყოთ, ასევე, დაგჭირდებათ ერთი კოვზი პრელუდია და ერთი ბოკალი ღვინო. პრელუდიისთვის ისარგებლეთ ჩვეულებრივი, აღმგზნები მოფერებით, როლური ან დამალობანას თამაშით. რა თქმა უნდა, აქ ბავშვური დამალობანა არ იგულისხმება და დიდების დამალობანა გაცილებით მარტივია, ისევე, როგორც ყველაფერი გენიალური: დამალეთ ნებისმიერი ნივთი საკუთარ სხეულზე. დასამალი ადგილი, შესაძლოა, იყოს მკერდი ან პირი. შემდეგ კი, სთხოვეთ პარტნიორს, იპოვოს თქვენ მიერ დამალული ნივთი, გამარჯვების შემთხვევაში კი აუცილებლად „დააჯილდოვეთ".


თუკი ზემოთ ჩამოთვლილ ყველა „ინგრედიენტს“ ერთმანეთში გადაურევთ, ცეცხლოვანი ორგაზმი და ჯანსაღი ურთიერთობა გარანტირებული გექნებათ. 

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge