"ერთადერთ რამეს ნანობს..." - ანი ნადარეიშვილი ბაჩო ახალაიაზე

  • primetimenews.ge
  • 16 ივლისი 11:48, 2019 წელი

ანი ნადარეიშვილი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმურება, რომლითაც ბაჩო ახალაია პატიმრობაში 12 წლით დარჩა.

გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი“ ყოფილი მაღალჩინოსნის და ამჟამად მსჯავრდებული ბაჩო ახალიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა გადაწყვეტილება შეფასა და თქვა, რომ საქართველოში სასამართლო არ არის.


მან თქვა, რომ საქართველოში არის რუსი ოლიგარქის სასამართლო. ნადარეიშვილის თქმით, ის გადაწყვეტილებას სტრასბურგში გაასაჩივრებს.


გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რას ამბობს ბაჩო ახალია პატიმრობიდან შვიდი წლის შემდეგ იმდროინდელ ხელისუფლებაზე და ნანობს თუ არა მისი საქმიანობიდან რომელიმე ფაქტს, ანი ნადარეიშვილმა უპასუხა, რომ ასეთი მხოლოდ ერთი ფაქტია.


„ერთადერთი რასაც ნანობს არის ის, რომ ქვეყანა გადააბარა რუსულ ხელისუფლებას. სხვას არაფერს ნანობს, ზუსტად იგივეს გააკეთებდა დღეს, რაც გააკეთა და გაუკეთებია. ზუსტად იგივე გზას გაივლიდა, რომ ცოდნოდა, რომ ამის გამო მას რამდენიმე წლით ციხეში ჯდომა მოუწევდა“, - განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.




სრული ვერსიის ნახვა primetimenews.ge