მილიარდერ ჯეფ ბეზოსს "გელფრენდი" ჰყავს

  • imedinews.ge
  • 15 ივლისი 21:54

Amazon-ის დამფუძნებელს ჯეფ ბეზოსი მარტო აღარ არის. 

ჟურნალისტებმა მილიარდერი უიმბლდონის ტურნირის ფინალურ შეხვედრაზე ტელეწამყვან ლორენ სანჩესთან ერთად შეამჩნიეს. ბეზოსისა და სანჩესის რომანის შესახებ ინფორმაცია პირველად იანვარში გავრცელდა, როდესაც მილიარდერმა ცოლთან განქორწინება გადაწყვიტა. 

ბეზოს განქორწინება $38 მილიარდი დაუჯდა. განქორწინების ფარგლებში ბეზოსის მეუღლეს Amazon-ის აქციათა 4%, ანუ 19 მილიონ 700 ათასი აქცია გადაეცემა.

მაკენზი ბეზოსი ქმართან განქორწინების შემდეგ მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად იქცა.  $36.6-მილიარდიანი ქონებით ის Bloomberg-ის მილიარდერების სიაში 22-ე ადგილზეა. 

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge