2021 წლის ევრობასკეტს საქართველო უმასპინძლებს

  • pia.ge
  • 15 ივლისი 18:51

2021 წელს ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩებს საქართველოც უმასპინძლებს.

ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს, რომლის თანახმად საქართველო ერთ–ერთი ჯგუფური ეტაპის მასპინძელი იქნება.


დღეს, 15 ივლისს, მიუნხენში ევროპული კალათბურთის მმართველ ორგანოში FIBA 2021 წლის ევრობასკეტის ოთხი მასპინძელი ქვეყანა დასახელდა. ტურნირის მასპინძლობის სურვილის მქონე შვიდი ქვეყანა იყო – საქართველო, ჩეხეთი, ესტონეთი, გერმანია, უნგრეთი, იტალია და სლოვენია.


საქართველოსთან ერთად 2021 წელს ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებენ ჩეხეთი, გერმანია და იტალია.


მიუნხენში კენჭისყრას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ასევე გერმანიაში საქართველოს ელჩი ელგუჯა ხორკიშვილი ესწრებოდნენ.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge