ზუგდიდში მეუფე შიოს სტიქაროსანი ჟურნალისტებს დაუპირისპირდა

  • pia.ge
  • 15 ივლისი 15:34

ზუგდიდში, ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძრის ეზოში წირვის დასრულების შემდეგ მეუფე შიოსთვის კითხვების დასმის საშუალება ჟურნალისტებს არ მიეცათ.

მისმა თანხმლებმა პირებმა, რომელთაგან განსაკუთრებით სტიქაროსანი აქტიურობდა, მედიას მასთან მიახლოების საშუალებ არ მისცეს. ჟურნალისტებს სხვა თემებთან ერთად მეუფესთვის მოსაზრება დავითგარეჯში მიმდინარე მოვლენების შესახებ უნდა ეკითხათ.


ინციდენტი რამდენიმე წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. სტიქაროსანი და მისი თანმხლები პირები ჟურნალისტებს გადაღებაში ხელს უშლიდნენ, რუსთავი 2-ის ჟურნალისტს კი მიკროფონის დამტვრევით დაემუქრენენ.


საბოლოოდ, რამდენიმე წუთში მეუფემ სხვა სასულიერო პირებთან ერთად ტაძრის ეზო დატოვა.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge