საგარეო საქმეთა სამინისტრო პორტუგალიაში ქართველების დაკავების ფაქტს ადასტურებს

  • pia.ge
  • 15 ივლისი 11:32

პორტუგალიაში საქართველოს სამი მოქალაქის დაკავების ფაქტს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

როგორც უწყებაში "პირველს" განუცხადეს, პორტუგალიაში საქართელოს საკონსულოში შესაბამისი შეტყობინება შესულია და ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება.


მანამდე, ქართველების დაკავების შესახებ ინფორმაცია პორტუგალიის მედიაში გავრცელდა.


საქართველოს მოქალაქეები ქურდობის ბრალდებით არიან დაკავებული.


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge