15-21 ივლისის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • fortuna.ge
  • 15 ივლისი 10:09

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, კვირის პირველი ნახევარი (18 ივლისამდე) ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის რთული იქნება.

ვერძი – საკმაოდ მძიმეა კვირის პირველი ნახევარი, რადგან დეპრესია, მარტოობის გრძნობა და აკვიატებული აზრები არ მოგცემთ წინსვლისა და განვითარების საშუალებას, გაგიჭირდებათ იდეების ჩამოყალიბება და სათანადოდ წარდგენა, მოულოდნელი ფინანსური პრობლემები კი, იმაზე მეტი ხარჯის გაწევას გაიძულებთ, ვიდრე წინასწარ გქონდათ დაგეგმილი. მოერიდეთ ავანტიურულ გარიგებებს და სარისკო მოქმედებებს, არ ღირს შორ გზაზე მგზავრობა და მოგზაურობა, რადგან მაღალია ტრავმებისა და ავარიების ალბათობა. ბევრად მშვიდი და სტაბილური იქნება კვირის მეორე ნახევარი. გაძლიერდება ენერგოტონუსი, გაუმჯობესდება გუნება-განწყობა, მარტივად შეძლებთ გარშემომყოფებთან საერთო ენის მოძიებას და რთული პრობლემების გადაწყვეტას, ამიტომ უმჯობესია მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება სწორედ კვირის ბოლოსთვის გადადოთ.

კურო – განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ კვირის პირველ ნახევარში, როცა ადვილად გაღიზიანდებით, თავშეუკავებლობა და უმიზეზო აგრესია კი, კონფლიქტებში ჩაბმას გაიძულებთ. მორიდეთ ხელმძღვანელებთან კამათს, რადგან ვერ შეძლებთ საკუთარი ინტერესების დაცვას და სასურველი შედეგის მიღწევას. ნაკლებად წარმატებული პერიოდია ახალი საქმის დასაწყებად და სამსახურის მოსაძიებლად. ბევრად სასიკეთო იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე გაუმჯობესდება გუნება-განწყობა, შეძლებთ დამშვიდებას, გააზრებულად მოქმედებას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ტყუპები – ყურადღებით მოქმედება გმართებთ კვირის პირველ ნახევარში, როცა გაგიჭირდებათ მიმდინარე მოვლენების, პარტნიორთა მოქმედების ობიექტურად შეფასება, მოულოდნელად შექმნილი ფინანსური პრობლემები კი, ძველი გეგმების შეცვლას გაიძულებთ. მოერიდეთ დაუფიქრებელ და სულსწრაფ გადაწყვეტილებებს, რათა არ დაუშვათ შეცდომა, რომლის გამოსწორება ძალიან რთული იქნება. არაა გამორიცხული საქმის გარჩევამ სასამართლო დარბაზში გადაინაცვლოს და სწორედ იქ მოგიწიოთ საკუთარი ინტერესების დაცვა. ბევრად იღბლიანი იქნება კვირის მეორე ნახევარი. გაძლიერდება ენერგოტონუსი, გაუმჯობესდება გუნება-განწყობა, წარმატების შანსი მოგეცემათ ყველა სფეროში, შეძლებთ იდეების რეალიზაციას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

კირჩხიბი – მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მაგრამ კვირის პირველ ნახევარში ვერც თქვენ დააღწევთ თავს უსიამოვნებებს. იძულებული გახდებით მოისმინოთ პარტნიორთა პრეტენზიები, წახვიდეთ კომპრომისზე და დააკმაყოფილოთ მათი მოთხოვნები,  არაა გამორიცხული სასამართლოშიც მოგიწიოთ საკუთარი უფლებების დაცვა. თავი შეიკავეთ ახალი პროექტების დაწყებისა და საქმიანი კავშირების გაბმისგან, მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების და ფინანსური დოკუმენტების გაფორმებისგან. არ ღირს მეგობრების და ახლობლების ნდობა, რომლებიც ნამდვილად ვერ გაამართლებენ თქვენს იმედებს. ბევრად მშვიდი იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა გაძლიერებული ინტუიციის ფონზე მარტივად დაძლევთ ყველა პრობლემას და წარმატებით დაასრულებთ ძველ საქმეებს.

ლომი – განსაკუთრებით რთულია კვირის პირველი ნახევარი. გაგიჭირდებათ მოჭარბებული ემოციების და აგრესიის მართვა, ფარული მტრები და მოშუნეები კი, მაქსიმალურად ეცდებიან ყველა შეცდომის თქვენს წინააღმდეგ გამოყენებას. არაა გამორიცხული სწორედ ახლა მოგიწიოთ ძველი საქმეების დასრულება და ვალების გასტუმრება, რაც კოლეგებთან და მეგობრებთან კონფლიქტის მიზეზი გახდება. გამოიჩინეთ სიფრთხილე და წინდახედულობა, რათა არ დაუშვათ გამოუსწორებელი შეცდომა და არ მოგიწიოთ სამსახურის დატოვება. ეტაპობრივად გაუმჯობესდება სიტუაცია კვირის მეორე ნახევარში. გაძლიერდება ენერგოტონუსი, გაუმჯობესდებ, იგრძნობთ ძალის და ენერგიის მოზღვავებას, ობიექტურად შეაფასებთ მიმდინარე მოვლენებს, ბევრად თამამად შეძლებთ მოქმედებას და სასურველი შედეგის მიღწევას.

ქალწული – მაქსიმალური სიფრთხილა და თავდაჭერა გმართებთ კვირის პირველ ნახევარში, რათა უკონტროლო ემოციები და აგრესია არ გახდეს კოლეგებთან და მეგობრებთან დაპირისპირების მიზეზი. თავი შეიკავეთ ახალი პროექტების დაწყებისა და სამსახურის მოძიებისგან, რადგან ნებისმიერი მცდელობა მარცხით დასრულდება. ბევრად პერსპექტიული იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა გაძლიერდება ენერგოტონუსი და გაუმჯობესდება გუნება-განწყობა, ინტუიციის და თვითრწმენის წყალობით კი, მარტივად მონახავთ გამოსავალს ერთი შეხედვით უიმედო სიტუაციიდან.

სასწორი – რთულ და დისჰარმონიულ კვირის პირველ ნახევარში მოერიდეთ ახალი პროექტების დაწყებას და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. არ ღირს კოლეგებთან კამათი, რადგან დაპირისპირება ნეგატიურად აისახება თქვენს პროფესიულ საქმიანობაზე და შემდგომ განვითარებაზე. ბევრად უკეთესი იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა მარტივად გამონახავთ საერთო ენას გარშემომყოფებთან, შეძლებთ შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას, ძველი კონფლიქტების და უსიამოვნების მოგვარებას. არაა გამორიცხული წამოიწყოთ ახალი პროექტი, რომლის განხორციელებას დიდხანს ნატრობდით.

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge