"მე-6 დღეა, არ ვიცი ცოცხალია თუ მკვდარი" – სა­ბერ­ძნეთ­ში არასრულწლოვან ქარ­თველ გო­გო­ს ეძე­ბენ

  • primetimenews.ge
  • 12 ივლისი 16:03, 2019 წელი

მე-6 დღეა სა­ბერ­ძნეთ­ში 16 წლის ქარ­თველ გო­გო­ნას ეძე­ბენ. არას­რულ­წლო­ვა­ნი ლ.მ-ს ძი­ე­ბის საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლია სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბი და საქართველოს საკონსულო საბერძენთში.

„პრაიმტაიმი“ დაკარგული გოგონას მამას დაუკაშვირდა, რომლის თქმითაც მან შეატყობინა საქართველოს საკონსულოს შვილის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია და უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მისი შვილი მამაკაცთან ერთად გაიქცა.


„რამდენიმე საათია, რაც თურქეთის საზღვარი გადმოვედი. ბიჭს თვითონ აქვს ბევრი დანაშაული, რაც წაიყვანა იმ დღიდან დაწყებული. მე არაფერი არ მაინტერესებს, რაც უნდა ის თქვას და ის იფიქრონ. მე ჩემს გასაკეთებელს გავაკეთებ დღეს. ჩემი ქალიშვილი არ დამკავშირვებია, მე-6 დღეა, არ ვიცი მკვდარი არის თუ ცოცხალი. როგორც ამბობენ განცხადება დაწერილი ჰქონდათ პოლიციაში, მაგრამ არაფერი არ ჰქონიათ დაწერილი. მე თვითონ დავრეკე საელჩოში და მე ავუხსენი ყველაფერი. მას შემდეგ, რაც საელჩომ მოსთხოვა პასუხები უკვე ათას რაღაცას ამბობენ. ჩემი შვილის ქმარი სამი დღეა არ მპასუხობს. ჩემი შვილი მინდობილობით გავუშვი, ადვოკატი ბიჭის ახლობელია და ახლა ისიც არ მპასუხობს“, – ამბობს ჯიმშერ მოწყობილი.


„პრაიმტაიმი“ დაუკავშირდა დაკარგული გოგონას ლ.მ მეუღლეს თ.ფ, რომელის თქმითაც ის, როდესაც მეუღლეს იპოვის პოლიციას გადასცემს. თუმცა მან სხვა დეტალებს კომენტარის გაკეთება არ ისურვა.


„როდესაც ლ.მ მივაგნებ, მერე ყველაფერს გაგაგებინებთ. ამ პოსტებით და ამ ხალხის აჟიოტაჯით თვითონაც იციან რომ ვეძებთ და ერთი ნაბიჯით მასწრებენ,  სადაცა გავალ კვალზე. ნუ წერთ ჯერ რამეს როდესაც ვიპოვი და პოლიციას გადავცემ, მერე მე თვითონ შეგეხმიანებით“, – გვითხრა თ.მ-მ.

სრული ვერსიის ნახვა primetimenews.ge