ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მძღოლი ემსხვერპლა

  • pia.ge
  • 10 ივლისი 18:44

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. 

ტრაილერი გადავარდა გზიდან და დაიღუპა მძღოლი.


როგორც "პირველს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მეექვსე ნაწილით. რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge