ნატო დუმბაძე: "ბათუმში „ა სტუდიოს“ კონცერტი აუცილებლად გაიმართება?"

  • primetimenews.ge
  • 10 ივლისი 17:30, 2019 წელი

ნატო დუმბაძე სიცრუეს უწოდებს რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, ქეთა თოფურიამ და ჯგუფმა „ა სტუდიომ“ საქართველოში კონცერტი ბოიკოტის ნიშნად გააუქმა.

მომღერლის პროდიუსერმა აღნიშნა, რომ ჯგუფი აპოლიტიკურია და ბათუმში კონცერტის გადადება ორგანიზატორთან შეთანხმებით მოხდა.


„ჯგუფს არავითარი ბოიკოტი გამოუცხადებია, უბრალოდ, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ორგანიზატორებთან შეთანხმებით, კონცერტი დროებით გადაიდო. ფიქრობენ გადადებას. ბათუმში „ა სტუდიოს“ კონცერტი აუცილებლად გაიმართება, თუმცა ზუსტ თარიღს, ჯერჯერობით, ვერ გეტყვით“, – განაცხადა ნატო დუმბაძემ.


 


 

სრული ვერსიის ნახვა primetimenews.ge