სააკაშვილმა მოხუც ქალს ხელი მოსტეხა

  • pia.ge
  • 10 ივლისი 10:09

ოდესის სასამართლოში, ყოფილი მერის გენადი ტრუხანოვის საქმის განხილვის დასრულების შემდეგ, ოლქოს ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა მოხუც ქალს ხელი მოსტეხა. 

ქალის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.


ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სააკაშვილი სასამართლოს შენობასთან მომხრეებთან ერთად მივიდა და შემდგომ მისი პიკეტირება გადაწყვიტა. შეტაკების დროს მან მოხუც ქალს დაარტყა. 


აღნიშნულს თავად სააკაშვილი Facebook-ის გვერდზე გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს "დანაშაულებრივი პროპაგანდაა".


"ქალი სასამართლოს შენობიდან გამოვარდა და მოითხოვდა, რომ ჩვენ ოდესა დაგვეტოვებინა. ამასთან, ის ძალიან აგრესიულად იქნევდა ორივე ხელს და არ ჩანდა, რომ ისინი მოტეხილი იყო",-წერს სააკაშვილი.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge