რატომ ტოვებს ქალი კაცს?

  • თბილისელები
  • 9 ივლისი 15:02

ზოგჯერ ქალი მიდის... იმიტომ არა, რომ აღარ უყვარს, არამედ იმიტომ, რომ გაიგოს, რამდენად უყვართ ის.

* მიდის, რომ მამაკაცი გამოაფხიზლოს;

* რომ მამაკაცმა გააცნობიეროს, რამდენად საჭიროა ის მისთვის;

უნდა იცოდეთ, რომ ქალი არასოდეს წავა მიზეზის გარეშე. მით უმეტეს, როცა შეყვარებულია. ასე მხოლოდ განებივრებული ერთეულები იქცევიან. თუ მამაკაცი უკვე „ექსია“, ეს იმას ნიშნავს, რომ მან ვერ დააფასა, ვერ გამოხატა საკმაო სითბო და სიყვარული, ვერ გაიგო ქალის გულისთქმა, მისი გრძნობები და სურვილები. და რაც ყველაზე მთავარია, მამაკაცმა ვერ შეძლო, დაენახვებინა ქალისთვის, რომ ის არის ერთადერთი და განუმეორებელი!

ქალი არასოდეს მოინდომებს მიატოვოს ისეთი მამაკაცი, რომელიც ამ ყველაფერს აგრძნობინებს. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ მას უყვარს ეს მამაკაცი.

მამაკაცებს უნდა ახსოვდეთ, რომ...

* შეყვარებულ ქალს ბევრი რამის პატიება შეუძლია. ძალიან ბევრის და მნიშვნელობა არ აქვს რას ამბობს ყოველდღე. თუ მამაკაცს ნამდვილად სჭირდება ქალი, უნდა გააცნობიეროს, რომ ქალი არასოდეს გაჩერდება დიდხანს იქ, სადაც ის არ უყვართ და სადაც მისი დაკარგვის არ ეშინიათ.

* ოცჯერ რომ გაგაგდოთ, ოცდამეერთედ მიდით მასთან. თუ ყვავილებს არ მიიღებს, რამე დაუწერეთ ფანჯრების წინ. თუ შეხვედრაზე უარს გეტყვით, მის მეგობარს სთხოვეთ როგორმე გამოიყვანოს სახლიდან და გააოცეთ თქვენი გამოჩენით. რამე ისეთი გააკეთეთ, რომ პატიების გარდა სხვა გზა აღარ დარჩეს. თუ ხელებს ჩამოუშვებთ და არაფერს გააკეთებთ, ეს მხოლოდ დაარწმუნებს იმაში, რომ სწორად მოიქცა, როცა მიგატოვათ.

* როგორ შეიძლება თქვენი პრინციპები და ჩვევები, რომლებიც მას ტკივილს აყენებს, საყვარელ ადამიანზე მნიშვნელოვანი იყოს.

* იქ, სადაც სიამაყეა, სიყვარული არ არის. ხოლო თუ სიყვარულია, ეცადეთ, არ დაკარგოთ ის. სიყვარულის ღირსი არის ის, ვინც არ ნებდება. რაც შეიძლება ხშირად აჩუქეთ თქვენს საყვარელ ქალს შეგრძნება იმისა, რომ ის თქვენთვის სასურველი, ერთადერთი და განუმეორებელია!
და ვინ თქვა, რომ სიყვარული მარტივია?!

„მოვიპატიჟოთ“ სიყვარული.

წყარო: თბილისელები