რა შემთხვევაში არ ღირს გათხოვება ?

  • თბილისელები
  • 6 ივლისი 15:57

ადამიანები განსხვავებულები არიან და შესაბამისად, ერთი და იგივე რჩევა ყველასთვის მისაღები ვერ იქნება. თუმცა შესაძლებელია ლოგიკური დასკვნები გავაკეთოთ.

შესაბამისად, არსებობს რჩევები, რომლებიც ყოველთვის აქტუალურია.
მაგალითად, ხომ უნდა ვიცოდეთ, როგორ მამაკაცზე არ ღირს გათხოვება. წაიკითხეთ და დაიმახსოვრეთ,
არ უნდა დაუკავშიროთ ცხოვრება კაცს:
 რომელიც დარწმუნებულია იმაში, რომ რასაც აკეთებს, ყველაფერი შესანიშნავია და არასდროს არაფერი ეშლება;
 რომელიც სარკეს გვერდს ვერ აუვლის, რომ არ ჩაიხედოს;
 რომელიც შეხედულებებსა და პრინციპებს ყოველკვირა ან უფრო ხშირად იცვლის;
რომელიც დამოკიდებულია აზარტულ თამაშებსა და ალკოჰოლზე;
 რომელიც სისუფთავის მოყვარული არაა;
 თუ კაცი ვერ ხვდება, რა მნიშვნელობა აქვს ოჯახის კეთილდღეობისთვის იმას, რომ ცოლი მხიარული და ბედნიერი იყოს, მაშინ აზრი არა აქვს მასთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას;
 არ უნდა გათხოვდეთ მამაკაცზე, რომელსაც გაუწონასწორებელი ბუნება აქვს და ვისაც 5 წუთიც კი მშვიდად დაჯდომა უჭირს;
იყავით ფრთხილად მამაკაცთან, რომელიც ოჯახში ერთადერთი შვილია;
 კარგად დაფიქრდით, სანამ შექმნით ოჯახს მამაკაცთან, რომელიც თქვენზე 12 წლით და მეტით უფროსი ან უმცროსია;
არ არის მარტივი, იქორწინოთ ცნობილ, გამოჩენილ ადამიანზე – დიდებულ მხატვარზე, მსახიობზე, მეცნიერზე, მუსიკოსზე, ექიმზე – ზოგადად, ასეთი ადამიანი ნერვიულია, საკუთარ საქმეში ბოლომდე ჩაფლული და შესაბამისად უყურადღებოც;
 მოერდეთ დონ ჟუანს. მასზე დაქორწინება განხილვადაც არ ღირს. ასეთი მამაკაცი ჯანსაღი ოჯახის შექმნას ვერ შეძლებს;
 ქორწინებისთვის სახიფათოა მამაკაცი, რომელიც მეძავებს ხშირად სტუმრობს. დიდი ალბათობით, ამ მავნე ჩვევას ვერ მოიშლის, რაც ოჯახს დაანგრევს;
 მატყუარა კაცს რომ ცოლად არ უნდა გაჰყვეთ, ამას ბევრი ახსნა არ სჭირდება;
ვერ იქნება კარგი ქმარი ის, ვინც ხელმომჭირნეა და ცოლისთვის საჩუქრის ყიდვა ენანება ან ოჯახის დასასვენებლად წაყვანის სურვილი არ აქვს.


მამაკაცები „დნებიან“


დრო ცვლის ყველაფერს. იცვლება შეხედულებები, გემოვნება, თუმცა არსებობს მარადიული ფასეულობები, მაგალითად, ქალის რამდენიმე თვისება, რომელიც ყოველთვის აღაფრთოვანებს მამაკაცებს.
სხვათა შორის, არც აქვს მნიშვნელობა როგორ გამოიყურებით, თუ ეს თვისებები გაქვთ, ბევრი მამაკაცისთვის ოცნების ქალად იქცევით.
 საზოგადოება ერთგვარ ზეგავლენას ახდენს ქალებზე, კარნახობს მათ ქცევის წესებს, ჩაცმის სტილს. თუმცა, გახსოვდეთ, მამაკაცებს ინდივიდუალურობით გამორჩეული ქალი მოსწონს;
 იყავით დამოუკიდებელი, რაც გულისხმობს, თავად მიიღოთ გადაწყვეტილება, შეძლოთ მიაღწიოთ დასახულ მიზანს. მამაკაცებს ისეთი ქალი უნდათ გვერდით, რომელზე ზრუნვაც გამუდმებით არ მოუწევთ;
 მუდამ გახსოვდეთ ერთი ჭეშმარიტება: მამაკაცები იმ ქალს აფასებენ, რომელთანაც გულახდილად შეიძლება ლაპარაკი. რომელიც თავს არ აარიდებს პასუხს და დამფრთხალი არ გაერიდება. მამაკაცებს მოსწონთ ისეთი პარტნიორი, რომელსაც რაღაც საქმე, მიზანი აქვს და თვალებში ნაპერწკალი უგიზგიზებს;
 სრული უფლება გაქვთ, იამაყოთ საკუთარი თავით. ამის მიზეზს ყოველთვის იპოვით. ძალიან მოსაწყენია ცოლი, რომელიც მუდმივად დაღვრემილი სახით დადის და წუწუნებს, რომ ბევრი საქმე აქვს;
 მამაკაცები ურთიერთობაში პატიოსნებას და ერთგულებას აფასებენ. იყავით პატიოსანი უპირველესად საკუთარ თავთან. რაც მთავარია, თუ რამე გაწუხებთ, არ დამალოთ, უმჯობესია, ამაზე მეუღლესთან ილაპარაკოთ.


ყურადღების მიღმა


სამწუხაროდ, ყველა ქალს არ უმართლებს პირად ცხოვრებაში. მაინც რა არის იმის მიზეზი, რომ ქალს მამაკაცები ყურადღების მიღმა ტოვებენ. რა ხდება, რა ეშლებათ ურთიერთობაში, ერთი შეხედვით, ყველაფრით შემკულ ქალებს?

წყარო: თბილისელები