სიყვარულის ფსიქოლოგია ანუ რა სურთ კაცებს? და რა სურთ ქალებს?

  • თბილისელები
  • 4 ივლისი 18:43

მამაკაცსა და ქალს შორის ურთიერთობის ფსიქოლოგია ის ამოუცნობი ფენომენია, რომლის ახსნაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

მას არ ასწავლიან. მხოლოდ ცხოვრება და გამოცდილება გვაწვდის მის შესახებ ინფორმაციას. ახალი ურთიერთობის დაწყებისას მხოლოდ მიღებული გამოცდილების საფუძველზე შეგვიძლია, გავსაზღვროთ ის რისკ-ფაქტორები, რაც წინა შემთხვევაში არ გავითვალისწინეთ. „რა არის კარგი და ჯანსაღი ურთიერთობისთვის აუცილებელი?“ – განვმარტოთ, თუ რას წარმოადგენს თავად ქალი და მამაკაცი. რა არის მათი ძირითადი მოთხოვნილებები და განმასხვავებელი ნიშნები ურთიერთობებში. 


მამაკაცი ეს არის ძლიერი სქესის წარმომადგენელი, რომელიც ცდილობს, ურთიერთობაში მაქსიმალურად დომინანტი იყოს. თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია ყველას ცხოვრებაში, მაგრამ როდესაც ძლიერი სქესი თანხმდება თქვას მასზე უარი, ალბათ, აუცილებლად აქვს გარკვეული მოლოდინებიც.


* რა სურთ კაცებს? – იგრძნონ თავი ძლიერებად – ისინი მამაკაცები არიან, შესაბამისად, აუცილებელია მათი ძალაუფლების აღიარება. მამაკაცმა უნდა იგრძნოს, რომ ბოლო სიტყვა მას ეკუთვნის. შეიძლება, ფემინისტი იყოთ და სულ არ ეთანხმებოდეთ ამ აზრს, მაგრამ ეს არ დაანახვოთ! ამას ყოველთვის უკურეაქცია მოსდევს, თუმცა არსებობენ გამონაკლისებიც. ყველა ინდივიდუალურია.


* სითამამე – ურთიერთობაში მათთვის აუცილებელია, იგრძნონ თავი თავისუფლად და თამამად. ნუ შეეცდებით მათ ჩარჩოებში მოქცევას, ეს მაინც არ გამოგივათ და ურთიერთობას ძალიან დაძაბავთ.


* საკუთარ თავში დარწმუნებული – თქვენთან ურთიერთობისას მამაკაცი აუცილებლად უნდა იყოს საკუთარ თავში დარწმუნებული. ის ძლიერია, თამამია, შესაბამისად, მას აქვს თავდაჯერებულობის მაღალი კოეფიციენტიც. აგრძნობინეთ, რომ ყველაფერს ის მართავს, თუმცა არ უთხრათ, რომ თქვენ ხართ კისერი და თქვენ აძლევთ ამის მიმართულებას.


* მას სჭირდება ქალი, რომელიც იქნება კარგი მეგობარი, საყვარელი, კარგი მოსაუბრე, უფრო – მსმენელი... მოკლედ რომ ვთქვათ, ურთიერთობის ფსიქოლოგია დაფუძნებულია, პირველ რიგში, ერთმანეთის გაგებაზე, საერთო ინტერესების გაზიარებაზე. ვინაიდან მამაკაცი მონადირული ინსტინქტებით ხასიათდება, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არ იყოთ ბოლომდე ამოხსნილი ამოცანა, აუცილებლია შეინარჩუნოთ მრავალფეროვნების გარკვეული ხარისხი!


* ნამდვილი მამაკაცი აცნობიერებს ურთიერთობის მნიშვნელობას და პასუხისმგებლობას. მისთვის ხართ სუსტი არსება, რომელზეც უნდა იზრუნოს. მიეცით სივრცე ამისთვის. თუ სურთ, ისინი ყველაფერს გააკეთებენ თქვენთვის. რაც შეეხება ქალებს – ქალების შემთხვევაში მთავარ როლს ემოცია განსაზღვრავს.


* რა სურთ ქალებს? იგრძნონ თავი საჭიროდ მამაკაცის ცხოვრებაში. ქალი ძალიან ემოციურია, ეს ემოციები კი სიყვარულსა და მისი როლის მნიშვნელობაზე გადის. მამაკაცებო! აგრძნობინეთ, რომ ის თქვენთვის ერთადერთია, რომ მის გარეშე ძალიან გაგიჭირდებოდათ.


* გააკეთეთ ყველაფერი, რომ თავი დაცულად იგრძნონ – „როგორი ძლიერიც უნდა იყოს ქალი, ის თავისზე ძლიერ მამაკაცს ეძებს, მაგრამ არა იმისთვის, რომ მან ქალს თავისუფლება შეუზღუდოს, არამედ იმიტომ, რომ მან მისცეს ქალს უფლება – იყოს სუსტი…“ – ერიხ მარია რემარკი. ქალს სჭირდება იმის განცდა, რომ მასზე ზრუნავენ. ის პატარა ბავშვივითაა, რომელიც მფარველს ეძებს.


* ბედნიერება – მამაკაცებს ჰგონიათ, რომ ქალის ბედნიერება ამოუცნობი ფენომენია და იმდენად რთული, რომ მისი ახსნა შეუძლებელია. სინამდვილეში კი, ყველაფერი მარტივადაა. ქალისათვის მთავარია, უყვარდეთ და ზრუნავდნენ მის ღიმილზე, ბედნიერებაზე. სწორედ ეს არის მათი ბედნიერება! აუცილებელია ყურადღება და მზრუნველობა.

წყარო: თბილისელები