სიმპტომები, რომლებიც კაპრიზებად მიიჩნევა, სინამდვილეში კი ფსიქიკის დარღვევაა 

  • თბილისელები
  • 3 ივლისი 18:34

ნებისმიერი ადამიანის ქცევაში ნახავთ ისეთ თავისებურებას, მახასიათებელს ან ჩვევას, რომელთა ახსნაც სავსებით შესაძლებელია.

გაეცანით რამდენიმე სიმპტომს, რომლებსაც კაპრიზებად მიიჩნევენ, სინამდვილეში კი ფსიქიკის დარღვევაა და სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს:


* ფრჩხილების კვნეტა – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური აშლილობაა, რომელიც ფრჩხილების აქტიური კვნეტით ხასიათდება. ამ ცუდი ჩვევით დაავადებულია 10-დან 18 წლამდე ადამიანების 45 პროცენტი (სხვათა შორის, მათი უმრავლესობა ქალია). სასწრაფოდ უნდა მიხედოთ და გაარკვიოთ, რა იწვევს მას.


* რამდენად ხშირად გსმენიათ გოგონებისგან, რომ მათი შეყვარებული არასაკმარისად გულახდილია მათთან? მაგალითად, „ის არასოდეს მიზიარებს თავის განცდებს“, „რაღაცნაირად სულ განზე დგას“, „მას საერთოდ არ ადარდებს; რა ხდება ჩემს სულში!“ — პრობლემა სწორედ ისაა, რომ ამ ადამიანებს არ შეუძლიათ საკუთარი ემოციური მდგომარეობის გაცნობიერება. სამედიცინო ენაზე ამ მოვლენას „ალექსიტიმია“ ეწოდება. ეს ტერმინი აღნიშნავს ადამიანის უუნარობას, სიტყვებით გადმოსცეს საკუთარი განცდები და ემოციები. ალექსიტიმია გარკვეული დონით ყველა ჩვენგანშია. თუმცა, რიგ შემთხვევებში, ამ მდგომარეობამ შეიძლება ადამიანს სიცოცხლე მოუწამლოს. მეცნიერების აზრით, ალექსიტიმია მსოფლიოს მოსახლეობის 8-10 პროცენტს ხელს უშლის ნორმალურ ცხოვრებაში, აღსანიშნავია, რომ ამ ადამიანებს შორის უმეტესობა მამაკაცია.


* წარმოიდგინეთ: ხელმძღვანელი გსაყვედურობთ რაიმე შეცდომის ან საქმის შეუსრულებლობის გამო, თქვენ კი გრძნობთ, რომ ცოტაც და მაგრად გაგეცინებათ. საკუთარ თავს ვერ მართავთ. თუ ოდესმე რაიმე მსგავსი დაგმართნიათ, ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, გაწუხებდეთ სინდრომი სახელად „ნაძალადევი ემოციური გამოხატვა“.


* პრაქტიკულად, ბევრი ადამიანი ვერ იტანს მთელ რიგ ხმებს: მაგალითად, პენოპლასტის ჭრაჭუნს, დაფაზე ცარცით წერის ხმას, საქანელების ხმას და ასე შემდეგ. ნორმალურია თუ არა ეს, დამოკიდებულია იმაზე, რა ხმებზეა საუბრი და რამდენად ხელისშემშლელია ისინი ადამიანის ცხოვრებისთვის. ფსიქიკური აშლილობა, სახელად „მოფიზოფონია“ – ეს არის მდგომარეობა, როცა გაღიზიანებას იწვევს ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ხმები. მაგალითად, ხმები, რომლებსაც გამოსცემენ სხვა ადამიანები, როცა ჭამენ, სუნთქავენ, ახველებენ ან დაკავებული არიან სხვა ჩვეულებრივი საქმიანობით.

წყარო: თბილისელები