პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

  • pia.ge
  • 1 ივლისი 21:12

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა კვლავ უცვლელი რჩება.

ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, პროტესტს არ შეწყვეტენ მანამ სანამ შს მინისტრი თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილებას არ მიიღებს. 

ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავები.

აქციის მონაწილეების მოთხოვნები ნაწილობრივ დაკმაყოფილებულია. ხანგრძლივი პროტესტის შემდეგ სამიდან ორი მოთხოვნა შესრულდა.

პროპორციული საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს და 20 ივნისს დაპატიმრებულების გამოშვება, - რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების მონაწილეების ეს ორი მოთხოვნა შესრულებულია. 

აქციები თბილისში, რუსთაველის გამზირზე 20 ივნისიდან მიმდინარეობს. საზოგადოების პროტესტი რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის წაყვანას მოჰყვა.

აღნიშნული პროტესტის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თანამდებობიდან გადადგა.

 

 

 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge