უკრაინაში საქართველოს ელჩი იცვლება

  • pia.ge
  • 1 ივლისი 19:28

უკრაინაში საქართველოს ელჩი გელა დუმბაძე როტაციის პრინციპით იცვლება.

"პირველს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში განუცხადეს, რომ "სამინისტრომ საჭიროდ ჩათვალა მისი რესურსის გამოყენება ცენტრალურ აპარატში - საგანაგებო დავალებათა ელჩის პოზიციაზე, და მას ჩაბარდება ის სფერო რომელშიც აქვს საქმიანობის დიდი გამოცდიელბა".

საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნულის შესახებ ცნობილია გელა დუმბაძისთვის "და  გადაწყვეტილება მიღებულია მასთან კონსულტაციის შედეგად".

გელა დუმბაძე უკრაინაიში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად 2017 წლის ივნისში დაინიშნა.

 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge