ამინდის პროგნოზი

  • pia.ge
  • 28 ივნისი 11:20

საქართველოში 2 ივლისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 ივნისს - 1 ივლისს მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge