რომელ არჩევით საგანზე რამდენი აბიტურიენტი დარეგისტრირდა და რამდენი ადგილია თითოეულზე – გამოცდები 2019

  • edu.aris.ge
  • 26 ივნისი 19:44

ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე ერთ კვირაზე ნაკლები დრო რჩება. პირველ ივლისს, ზუსტად 09:00 საათზე მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ 23 საგამოცდო ცენტრში  ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ჩატარდება. 

10 ივლისიდან გამოცდებში პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები  ჩაერთვებიან, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 5 ივლისს ჩატარდება. 17- 24 ივლისს გამოცდები მაგისტრობის მსურველთათვის გაიმართება.


წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 41000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებში არჩევითი საგნების მიხედვით გამოყოფილი ადგილების რაოდენობას, ყველაზე მეტი ადგილი, შარშანდლის მსგავსად, კვლავ ისტორიის ჩაბარების მსურველებისთვისაა გამოყოფილი, ყველაზე ცოტა კი – ხელოვნების.


EDU.ARIS.GE   წარმოგიდგენთ მონაცემებს ადგილების რაოდენობის შესახებ არჩევითი საგნების მიხედვით:


გეოგრაფია – 7500-მდე ადგილი;
ისტორია – 10 000-მდე ადგილი;
მათემატიკა – 9000-მდე ადგილი;
ბიოლოგია – 3500-ზე მეტი ადგილი;
ლიტერატურა – 4000-მდე ადგილი;
სამოქალაქო განათლება – 2000-ზე მეტი ადგილი;
ქიმია – 2000-ზე მეტი ადგილი;
ფიზიკა – 2000-მდე ადგილი;
ხელოვნება – 700-ზე მეტი ადგილი.


EDU.ARIS.GE   წარმოგიდგენთ ბოლო მონაცემებს თითოეულ საგანზე რეგისტრირებული აბიტურიენტების შესახებ:


ისტორია აირჩია – 12500-მდე აბიტურიენტმა;
გეოგრაფია აირჩია – 11500-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
მათემატიკა აირჩია – 7500-მდე აბიტურიენტმა;
ბიოლოგია აირჩია – 5000-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ლიტერატურა აირჩია – 3500-მდე აბიტურიენტმა;
სამოქალაქო განათლება აირჩია- 3000-მდე აბიტურიენტმა;
ქიმია აირჩია – 2000-მდე აბიტურიენტმა;
ფიზიკა აირჩია – 1000-მდე აბიტურიენტმა;
ხელოვნება აირჩია – 500-მდე აბიტურიენტმა.

სრული ვერსიის ნახვა edu.aris.ge