ტრამპის ვაჟს რესტორანში შეაფურთხეს

  • imedinews.ge
  • 26 ივნისი 19:37

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვაჟს ჩიკაგოს ერთ-ერთ რესტორანში შეაფურთხეს. ამის შესახებ გამოცემა USA TODAY იტყობინება და ერიკ ტრამპის კომენტარსაც ავრცელებს.

ტრამპის ვაჟი თავდასხმის მოწყობაში დემოკრატიულ პარტიას ადანაშაულებს.


„ეს იყო საშინელი საქციელი ადამიანის მხრიდან, რომელსაც აშკარად ემოციური პრობლემები ჰქონდა. სამწუხაროა, რომ პარტიამ, რომელიც ტოლერანტობას ქადაგებს, კიდევ ერთხელ მოახდინა არაცივილურობის დემონსტრაცია. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმაზე, რომ ჩვენ ვიმარჯვებთ და ისინი იმედგაცრუებულნი არიან“, - განაცხადა ერიკ ტრამპმა.


როგორც გამოცემა წერს, ჩიკაგოში მომხდარ ინციდენტს პოლიციის გარდა საიდუმლო სამსახურიც იძიებს.


ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2020 წლისთვის საპრეზიდენტო კამპანია 19 ივნისს დაიწყო.


ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წელს არის დაგეგმილი.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge