არსებობს დაუწერელი კანონები, რომლებიც ქორწინებაში მყოფმა წყვილმა უნდა იცოდეს

  • თბილისელები
  • 26 ივნისი 11:41

დაუწერელი კანონები

 

არსებობს დაუწერელი კანონები, რომლებიც ქორწინებაში მყოფმა წყვილმა უნდა იცოდეს. თითქმის დადგენილია, რა უწყობს ხელს ქორწინებას, იყოს ხანგრძლივი და ბედნიერი. გაეცანით ამ მნიშვნელოვან მესიჯებს, რომელთა გაცნობიერება პარტნიორთან ურთიერთობას კიდევ უფრო გაგიადვილებთ.
დასაწყისისთვის დაიმახსოვრეთ – თქვენი მეორე ნახევარი არ არის იდეალური, ისევე როგორც თქვენ.
ეს არ არის პრობლემა. წარმატებული ქორწინების არცერთ შემთხვევაში, არც ქმარი და არც ცოლი არ ყოფილან ის ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად ყველა პუნქტს აკმაყოფილებდნენ. რაც ძლიერ და წარმატებულ ქორწინებას სჭირდება არის სიყვარული, ურთიერთპატივისცემა და ნდობა.


რეალურად, ძლიერ და მყარ ოჯახს ქმნის ორი სრულიად არაიდეალური ადამიანი. რომლებმაც მხოლოდ დადებითი უნდა დაინახონ ერთმანეთში. ვერ იპოვით იდეალურ მეორე ნახევარს, რადგან იდეალური ადამიანები არ არსებობენ. ყოველ ჩვენგანს აქვს თავისი უარყოფითი მხარეები. ეცადეთ, არ მიაქციოთ გამაღიზიანებელ წვრილმანებს ყურადღება. აჯობებს, თუ იმ ადამიანის უკეთეს მხარეებზე ორიენტირდებით, რომელიც გიყვართ და ცხოვრების თანამგზავრად აირჩიეთ.


* მეორე ნახევარს არ შეუძლია, თქვენი ცხოვრება შეავსოს – ბევრი წყვილი ფიქრობს, რომ ურთიერთობის ქორწინებით გამყარება ხელს შეუწყობს მათ ერთ მთლიან ორგანიზმად ქცევას, შეავსებს სიცარიელეს. რაღაც დრომდე ეს რეალურად ასეცაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქორწინებას თქვენი ყველა პრობლემის მოგვარება შეუძლია. თუ იმის იმედით ხართ, რომ მეორე ნახევარი თქვენი საუკეთესო მეგობარი, მრჩეველი, მოტივატორი გახდება და ამავე დროს, შეითავსებს მშობლის როლსაც, მაშინ იმედგაცრუებისთვის მოემზადეთ. ნუ ელოდებით ამ ყველაფრის მიღებას თქვენი პარტნიორისგან. სურვილები გადაანაწილეთ საკუთარ თავზეც. ასე თქვენი ცხოვრება ემოციურად ბევრად სავსე და მსუყე გახდება, ხოლო ქორწინება – ბედნიერი.


* საღი გონებით შეხედეთ ურთიერთობას. არ აქვს მნიშვნელობა, როგორი იქნება ის – ოჯახური თუ მეგობრული. უნდა იცოდეთ, რას ველოდებით მისგან და თუ ხვდებით, რომ მოლოდინი აბსოლუტურად არარეალურია, უარი თქვით მასზე. ეს უარი არ გააუარესებს თქვენს ურთიერთობას, პირიქით, ბევრად ბედნიერს გახდის;


* თუ ურთიერთობიდან „რამის“ მიღება გინდათ, ეს „რამე“ თავად უნდა შექმნათ – თუ საყვარელ ადამიანს დაუთმობთ დროს, სიყვარულს, ენერგიას, ადრე თუ გვიან ასმაგად დაგიბრუნდებათ და ყველა მოლოდინს გადააჭარბებს;


* მეუღლესთან რეგულარული და გულწრფელი დიალოგები აუცილებელია. ეცადეთ, არ დაგროვდეს პრობლემები და წყენა. ილაპარაკეთ როგორც კარგზე, ასევე ცუდზეც, განიხილეთ, რა ხდება თქვენ ირგვლივ. რა გიხარიათ და რა გწყინთ. ეცადეთ, წვრილმანებზე არ ჩაიციკლოთ;


* ქორწინება რაღაცით ჰგავს ბანკში გახსნილ ანგარიშს – რაც უფრო მეტს ჩადებთ ურთიერთობის გამყარებაში, მით უფრო მოემატება პროცენტები თქვენს ემოციურ „ბანკს“. წესად აქციეთ, იმუშაოთ თქვენს ურთიერთობაზე, დააგროვოთ ბევრი კარგი მოგონება. იყავით თქვენი ემოციური ბანკის აქტიური ინვესტორი;


* სიყვარული არის მეტი, ვიდრე, უბრალოდ, გრძნობა – დროთა განმავლობაში, ყველაზე ძლიერი გრძნობებიც ფერს იცვლის და ხუნდება, რუტინაში გადადის. ყველაზე ძლიერ ურთიერთობაშიც დგება დრო, როდესაც ყველაზე ძლიერი გრძნობებიც სუსტდება ან სულაც ქრება.


რჩევა: ეცადეთ, თქვენი ქორწინება მხოლოდ ძლიერ მიზიდულობასა და ვნებაზე არ იყოს დაფუძნებული. აუცილებელია ურთიერთგაგება და პატივისცემა, კომპრომისები და გულწრფელობა.

წყარო: თბილისელები