რა მნიშვნელობა აქვს მეუღლეთა შორის წლების სხვაობას თანაცხოვრებაში

  • თბილისელები
  • 26 ივნისი 11:34

ქორწინებისთვის მეტად მნიშვნელოვანია ორი შეყვარებული ადამიანის ენერგეტიკულად შეთავსება. თუმცა, ასევე, გასათვალისწინებელია, რამდენი წელია სხვაობა მომავალ მეუღლეთა შორის, კერძოდ:

ერთ წელს დაბადებულები ანუ თანატოლები – თუ მათ სოციალური ამბიციები არ აქვთ და სურთ, მთელი ცხოვრება ერთმანეთის გვერდით ჩუმად ისხდნენ ტელევიზორთან, მაშინ, ერთ წელს დაბადებულ ადამიანთა კავშირი მისაღებია. მაგრამ თუ ორივეს ლიდერის ხასიათი აქვთ, კონფლიქტებისა და დაპირისპირების ალბათობა ძალიან მაღალია.


სხვაობა 1 წელი – ხელს უწყობს სიმდიდრის დაგროვებას. ასეთი პარტნიორები ეხმარებიან ერთმანეთს ფულის მოპოვებაში, სახლის მოწყობასა და ერთობლივ საქმიანობაში. როგორც სასიყვარულო, ასევე, საქმიანი კავშირების შედეგად მათ შორის თანაცხოვრება ადვილდება.


სხვაობა 2 წელი – სიმდიდრის დაგროვების პერსპექტივები, ფაქტობრივად, არ არსებობს. სამაგიეროდ, თქვენ გარანტირებული გექნებათ გრძნობების სიუხვე, სულიერი განვითარება, ერთიანობა სექსში. სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში, ასეთი კავშირები ხანმოკლეა.


სხვაობა 3-9-12 წელი – ასეთი ასაკობრივი განსხვავება კრიტიკულია. მათ შორის ბრძოლაა, კონკურენცია, დაპირისპირება, მაგრამ, ვისაც მძაფრი შთაბეჭდილებები, განცდები მოსწონს, ასეთი ერთიერთობა მისაღებია და შეიძლება, საინტრესო და პროდუქტიულიც კი იყოს. თუმცა, 9-წლიანი განსხვავების შემთხვევაში, მაინც იშვიათია ჯანმრთელი კონკურენცია და შეიძლება, ინტრიგების ქსელში გაბმულიც კი აღმოჩნდეთ.
სხვაობა 4 წელი – ჰარმონიული ურთიერთობების მეტი ალბათობაა. ბევრია საერთო ინტერესი. შესაძლებელია ერთობლივი ბიზნესის წამოწყება და თანაცხოვრების ისე მოწყობა, რომ ოჯახში სიმშვიდე და ჰარმონია სუფევდეს.


სხვაობა 5-10-15 წელი – კარმული კავშირია. ადამიანები აბრუნებენ კარმულ ვალებს და თავისუფლდებიან იმისგან, რაც მათ ან მათმა წინაპრებმა დააგროვეს. ასეთ საქორწინო თუ საქმიან ურთიერთობებში უმცროსი პარტნიორია პრივილეგირებული, რადგან, მისი შესასრულებელი ამოცანები უფრო მსუბუქია. ასეთ კავშირებს ჰარმონიულს ვერ დავარქმევთ, თუმცა, ასაკთა ეს სხვაობა უწყობს ცხოვრებისეული გზის სწორ არჩევანს, სულიერ განვითარებას, ფსიქოკომპლექსებისგან გათავისუფლებას.


სხვაობა 6 წელი – სახიფათო შეხამებაა, არსებობს დისჰარმონიული ტენდენციები. დიდი შანსია, თანაცხოვრება კრახით, სკანდალებითა და განქორწინებით დასრულდეს.


სხვაობა 7-14 წელი – საგრძნობლად ართულებს ცხოვრებას. იწვევს ნეგატიური ტენდენციების, ენერგიების მოზიდვას. მაღალია ღალატის ალბათობა. სამაგიეროდ, საიდუმლო კავშირებისთვის, ანუ, თუ არ გსურთ ურთიერთობის აფიშირება და ოფიციალურად გაფორმება, ასეთი ურთიერთობა იდეალურია.


სხვაობა 8 წელი – ჰარმონიული ურთიერთობები, ურთიერთგაგება და ერთგულება, შემოქმედებითი უნარების გამოვლენა.


სხვაობა 11 წელი – მოულოდნელობებით აღსავსე კავშირია, სადაც არის აზარტიც, ერთიანობაც და წინააღმდეგობაც – ყველაფერი ერთდროულად.


სხვაობა 13 წელი – არ არის მსუბუქი და უზრუნველი ურთიერთობა, მაგრამ, თუ თქვენ არ გეშინიათ საბედისწერო სიტუაციების და მიილტვით სულიერი ტრანსფორმაციისკენ, მაშინ, ასეთი კავშირი თქვენთვის საინტერესო და მისაღებია.


სხვაობა 16 წელი – პარტნიორები იდეალურად ავსებენ ერთმანეთს. მათ შორის მუდმივად მიმდინარეობს თვითშემეცნების პროცესი, მაგრამ, ცხოვრებისეულ გზაზე შეჩერება, გაყინვა და წინსვლაზე უარის თქმა, ამ კავშირს ანგრევს.

წყარო: თბილისელები