შურისძიება უპასუხო სიყვარულისთვის - როგორ იქცეოდნენ ცნობილები?

  • funtime.ge
  • 25 ივნისი 19:06

უპასუხო სიყვარული ზოგ ადამიანში დეპრესიას იწვევს, ზოგი კი ამას პირად შეურაცხყოფად აღიქვამს და „დამნაშავის“ სასტიკად დასჯაზე ფიქრობს...

1. ცნობილია, რომ ინგლისელი ფერმწერი და ლონდონის სამხატვრო აკადემიის პირველი პრეზიდენტი ჯოშუა რეინოლდსი 20 წლით უმცროს გერმანელ მხატვარზე ანგელიკა კაუფმანზე იყო შეყვარებული.


სიყვარული ცალმხრივი გახლდათ, რადგან ანგელიკას მეორეხარისხოვანი როლები არ იზიდავდა და ჯოშუას ჩრდილად ყოფნა არ სურდა.
შეურაცხყოფილმა მხატვარმა შურისძიება გადაწყვიტა და მზაკვრული გეგმა შეიმუშავა. მან მოახერხა და ულამაზეს ანგელიკას გრაფი გორნის უკანონო შვილი და ცნობილი თაღლითი ფრედერიკ ბრანდტი დაახლოვა. მოვლენები გეგმის მიხედვით განვითარდა - ანგელიკას არამზადა შეუყვარდა და ცოლად გაჰყვა. ქალიშვილმა ქმრის შესახებ სრული სიმართლე მხოლოდ ქორწინების მეორე დღეს შეიტყო და ბრანდტს დაუყოვნებლივ გასცილდა. წარუმატებელი ქორწინების შემდეგ, კაუფმანი, რეინოლდსის მსგავსად, სიცოცხლის ბოლომდე მარტო დარჩა.

2. ბავარიის მეფე ლუდვიგ მეორე ლამაზი და რომანტიკული ახალგაზრდა იყო. მას ყოველთვის უამრავი მშვენიერი ქალი ეხვია გარს, თუმცა თვალი რატომღაც საკუთარ გათხოვილ ბიძაშვილს, 8 წლით უფროს ელიზავეტას დაადგა.


ლუდვიგი მალე მიხვდა, რომ ავსტრია-უნგრეთის პრინცის, ფრანც-იოსების ერთგული მეუღლე ქმრის ღალატს და ბიძაშვილთან სარეცელის გაზიარებას არ აპირებდა და უარყოფილმა, შურისძიების მიზნით, ხელი ელიზაბეტის უმცროს დას სთხოვა. სამეფო კარზე ქორწილისთვის მზადება დაიწყო, მაგრამ მოულოდნელად, მეფემ ნიშნობა გააუქმა. ის სიკვდილამდე ელიზავეტას ერთგული დარჩა, რის გამოც ზოგი შეშლილად, ზოგი კი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანად მიიჩნევდა.

 3. დანიის პრინც-კონსორტმა (კონსორტი - დედოფლის ქმარი, რომელიც მონარქი არ არის), გრაფმა დე ლაბორდ დე მონპეზამ თავის მეუღლეზე - დანიის დედოფალ მარგარიტა მეორეზე ძალიან ორიგინალურად იძია შური. 


სრული ვერსიის ნახვა funtime.ge