15 საუკეთესო ფილმი სექსის თემაზე (+18)

  • funtime.ge
  • 25 ივნისი 18:25

ამ ფილმებიდან ზოგიერთი უკვე იქცა მსოფლიო კინემატოგრაფის კლასიკად, ზოგს კი ჯანსაღი ამბიცია აქვს, ამ საპატიო შეფასებას იმსახურებდეს...

1. „ემანუელა“ – 1974 წლის ფრანგული ეროტიკული ფილმი, ემანუელ არსენის ნაწარმოების ეკრანიზაცია.


ფილმში აღწერილია ლამაზი ახალგაზრდა ფრანგის - ემანუელას სექსუალური თავგადასავლები. ის მეუღლესთან, საელჩოს თანამშრომელთან ერთად ცხოვრობს ბანკოკში და მოწყენილობისგან გასაქანს აძლევს სექსუალურ ფანტაზიებს. ჯანი, რომელიც ბევრად უფროსია ემანუელაზე, არა მარტო არ უშლის ცოლს შემთხვევით სქესობრივ კავშირებს, არამედ ახალისებს კიდეც მას. ძალიან მოკლე დროში ემანუელა გამოცდის ყველაფერს - პირველივე შემხვედრთან შემთხვევით სექსუალურ კავშირს, ლესბოსურ სიყვარულს და ა.შ.

„ემანუელამ“ გზა გაუხსნა მსგავსი ჟანრის ფილმებს. ის მრავალი წლის მანძილზე არ ჩამოსულა მსოფლიო კინოთეატრების ეკრანებიდან.

როლებში: სილვია, კრისტელი, ალენ კიული
რეჟისორი: ჟიუსტ ჟაკენი

2. „სახელად კარმენი“ – ჟან-ლიუკ გოდარის 1983 წლის ფილმი. ვენეციური კინოფესტივალის ორი პრიზის მფლობელი. გადაღებულია პროსპერ მერიმეს ნოველის „კარმენის“ მიხედვით.


მთავარი გმირი, კარმენი, ბანდის მეთაურია, რომელიც ბანკის გაძარცვას გეგმავს. ძარცვის დროს კარმენს ერთი ნახვით შეუყვარდება დაცვის თანამშრომელი.


როლებში: მარუშკა დეტმერსი, ჟაკ ბონაფე.

3. „ცხრა-ნახევარი კვირა“ - ედრიან ლაინის საკულტო ეროტიკული მელოდრამა, გადაღებული ელიზაბეტ მაკნეილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. ფილმის პრემიერა 1986 წლის 14 თებერვალს გაიმართა.


ფილმის სათაური შეესატყვისება დროის იმ მონაკვეთს, რაც ერთად გაატარეს უოლ სტრიტის ინვესტორმა ჯონ გრემმა და გალერეის ახალგანქორწინებულმა თანამშრომელმა ელიზაბეტ მაკგროუმ.

საყვარლები თავს არ იზღუდავენ სექსუალურ და ეროტიკულ ქმედებებში. ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდია, როცა ჯონი თვალახვეული ელიზაბეტის სხეულზე ყინულის კუბიკს დაატარებს; ან როცა, ასევე, თვალახვეულს კოვზით კვებავს სხვადასხვა ტკბილეულით; ან ეპიზოდი, როცა წყვილი კიბეზე კავდება სექსით. და, რა თქმა უნდა, სტრიპტიზის სცენა, როცა ელიზაბეტი კონ კოკერის მიერ შესრულებულ რენდი ნიუმანის სიმღერაზე - «You Can Leave Your Hat On» ცეკვავს.

როლებში: მიკი რურკი, კიმ ბესინჯერი

4. „მ. ბატერფლაი“ (1993) - დ.გ. ხვანის პიესის ეკრანიზაცია, ში პეიპუს ბიოგრაფიის მიხედვით.

სიუჟეტი: „ჩინეთის კულტურული რევოლუციის“ პერიოდში ფრანგი დიპლომატი სასიყვარულო რომანს გააჩაღებს ჩინური თეატრის მსახიობთან, ოღონდ არ იცის, რომ იქ როლებს მხოლოდ მამაკაცები ასრულებენ...

რეჟისორი: დევიდ კრონენბერგი.
როლებში: ჯერემი აირონსი, ბარბარა ზუკოვა, ჯონ ლოუნი.

5. „ღამის ფერი“ (1994) - ამერიკული ფილმი ბრიუს უილისით ფსიქოლოგის როლში, რომლის პაციენტმაც მის თვალწინ თავი მოიკლა. „ოქროს ჟოლოს“ პრემიის ლაურეატი ნომინაციაში „ყველაზე ცუდი ფილმი“. ამავე დროს ფილმი წარდგენილი იყო „ოქროს გლობუსზე“, ნომინაციაში „საუკეთესო სიმღერა“ - The Color of the Night ლორენ კრისტის შესრულებით.


რეჟისორი: რიჩარდ რაში.


სრული ვერსიის ნახვა funtime.ge