ჩერგოლეიშვილი: “ნაცმოძრაობა” დესტრუქციულ ძალად მიმაჩნია და 20 ივნისი ამის დასტურია

  • 25 ივნისი 17:10

"ტაბულას" გენერალური დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს წერს. 

"ნაცები ჩემს სქრინებს დაათრევენ (თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოებიდან წაუღიათ) და ცდილობენ იმაში მამხილონ, რასაც წლებია ვღაღადებ.


კი მეგობრებო - დესტრუქციულ და უპასუხისმგებლო ძალად მიმაჩნია ნაცმოძრაობა (20 ივნისი ამის კიდევ ერთი დასტურია).


კი მეგობრებო - მაწუხებს, რომ ის პარტია, რომელსაც ხმას ვაძლევ საკმარისად არაა გამიჯნული ნაცებისგან (არა წარსულისგან, არამედ აწმყოსგან).


კი მეგობრებო - მიმაჩნია, რომ ევროპულმა საქართველომ დრო დაკარგა საკუთარი, ნაცებისგან დამოუკიდებელი იდენტობის გამოსაკვეთად და ამით, დიდი შეცდომა დაუშვა (ბევრი ვიბრძოლე, რომ ასე არ ყოფილიყო, მაგრამ ჩამიფლავდა ძალისხმევა).


კი მეგობრებო - მიმაჩნია, რომ დღეს ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა დიამეტრალურად განსხვავებული იდეოლოგიის, ქცევის და პასუხისმგებლობის ძალებია და ვწუხვარ, რომ ეს იმაზე ნათელი არაა, ვიდრე არის.


და კი მეგობრებო - მიმაჩნია, რომ ახლა დრო აღარ უნდა დაკარგონ, შეცდომა გაიაზრონ (ყველას ეშლება) და საკუთარი, ნაცებისგან დიამეტრალურად განსხვავებული იდენტობის გამოსაკვეთად ბევრი ენერგია დახარჯონ.


მოკლედ, ძალიან, ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ნებისმიერი ძალისთვის, რომელსაც წარმატების მიღწევა და ამ ქვეყანაში ლიბერალური დემოკრატიის კონსოლიდაცია უნდა, რომ დღევანდელ მიხეილ სააკაშვილთან (და მის ამფსონებთან) არაფერი, არაფერი აკავშირებდეს გარდა წარსულისა.


უფრო მეტიც - უიმედო ბრიყვად მივიჩნევ ყველა პოლიტიკოსს, ვინც ამას ვერ ხვდება.


რატომ გიკვირთ, ვერ ვხვდები - დიდი ხანია ასე ვთვლი და არ ვმალავ  :)


P.S. მოვა ახლა ნაც ტროლთა ბუზანკალი და პარლამენტის შენობის ნაცვლად, ჩემს კედელს აიღებენ", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.