მსოფლიოში ცნობილი ძაღლი-მაშველი ფრიდა პენსიაზე გავიდა

  • imedinews.ge
  • 25 ივნისი 16:58

ძაღლი-მაშველი, რომელიც მთელ მსოფლიოში ცნობილი 2017 წელს მექსიკაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ გახდა, პენსიაზე გავიდა.

BBC-ის ცნობით, ძაღლი-მაშველი სამაშველო ოპერაციებში 9 წლის განმავლობაში მონაწილეობდა. 24 ივნისს მექსიკის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა ლაბრადორ ფრიდასპატივსაცემად ცერემონია გამართა. 


ძაღლი-მაშველი 10 წლისაა. ფრიდამ მექსიკაში 53 სამაშველო ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა. მექსიკის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ინფორმაციით, ლაბრადორმა 12 ადამიანი გადაარჩინა და 40 ცხედარი იპოვა. 


ფრიდას ფოტო, სახეზე დამცავი ნიღბით მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა და მიწისძვრის შემდეგ მექსიკაში იმედის სიმბოლოდ იქცა. მექსიკაში მიწიძვრა2017 წელს მოხდა და 300 ადამიანი დაიღუპა. 

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge