ზუგდიდის ყოფილ მერსა და ვიცე მერს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა

  • 25 ივნისი 17:01

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილ მერს ლაშა გოგიასა და ყოფილ ვიცე მერს გია გულორდავას თბილისის საქალაქო სასამართლომ ორ-ორი წლით პატიმრობა და 4-4 წლით პირობითი მსჯავრი მიუსაჯა.

ინფორმაციას საქართველოს მთავარ პროკურატურაში ადასტურებენ.


 ზუგდიდის ყოფილ მერი და ვიცე მერი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის ჯგუფურად აღების ბრალდებით გასული წლის ნოემბერში დააკავეს. მან რამდენიმე თვით ადრე თანამდებობები თავად დატოვეს. ამავე საქმის ფარგლებში დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული იყო მერიის მაღალჩინოსანი თენგიზ ქობალიაც, რომელიც უფრო ადრე პრიობითი მსჯავრით გათავისუფლდა.