„ჩემი თხოვნა იქნება, გაემგზავრეთ შესანიშნავ, მზიან ქართულ კურორტებზე“, - პეტრო პოროშენკო

  • primetime.ge
  • 24 ივნისი 21:02

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი უკრაინელებს მოუწოდებს, საზღვარგარეთ და ოკუპირებულ ყირიმში დასვენების ნაცვლად, საქართველოში გაემგზავრონ.

მოწოდებას ის Facebook-ავრცელებს.


„ჩვენ, უკრაინელებმა არ უნდა დავტოვოთ გასაჭირში ჩვენი ქართველი ძმები. მინდა, მოვუწოდო, ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც გეგმავენ საზღვარგარეთ ან ოკუპირებულ ყირიმში დასვენებას - გადაერთონ საქართველოზე. ვინც ჯერ კიდევ გეგმავთ თქვენს შვებულებას, ჩემი თხოვნა იქნება, გაემგზავრეთ შესანიშნავ, მზიან ქართულ კურორტებზე, სადაც ქართველები თავიანთ სტუმართმოყვარეობას გაჩვენებენ“, – აღნიშნავს პოროშენკო.


ამასთან, პოროშენკო უკრაინის მთავრობას საქართველო-უკრაინის ავიარეისებზე საჰაერო ნავიგაციის მომსახურების მოსაკრებლის შემცირებას სთხოვს.


„მივმართავ უკრაინის მთავრობასა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წინადადებით, ამ პერიოდში გააკეთონ ფასდაკლება უკრაინა-საქართველო-უკრაინის რეისებზე საჰაერო ნავიგაციის მომსახურებისა და აეროპორტის მოსაკრებლებზე. ავიაკომპანიებს კი,  შეუძლიათ, ბილეთების ფასის შემცირება.




სრული ვერსიის ნახვა primetime.ge