სოზარ სუბარი: მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მათი ჯანმრთელობა სრულად იქნას აღდგენილი

  • 24 ივნისი 19:29

ძალიან გული მტკივა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ მაქსიმალურად აღუდგეთ ჯანმრთელობა, მხედველობა იქნება თუ სხვა ტიპის ჯანმრთელობა. ამაში შედის მათი მკურნალობის ხარჯები საზღვარგარეთ საუკეთესო კლინიკებში - განაცხადა სოზარ სუბარმა.

პრემიერის მრჩეველმა რეგიონალურ საკითხებში, სოზარ სუბარმა ტელეკომპანია იმედის ეთერში 20 ივნისის საპროტესტო აქციაზე დაზარალებულების შესახებ ტელეიმედის ეთერში ისაუბრა:

„მინდა, გამოვთქვა ძალიან დიდი გულისტკივილი იმ ადამიანების გამო, რომლებმაც განიცადეს ძალიან სერიოზული დაზიანებები; მათ შორის არიან ჟურნალისტები, ბევრ მათგანს კარგად  და დიდი ხანია ვიცნობ. ადამიანები, რომლებმაც ნაწილობრივ დაკარგეს მხედველობა, ადამიანები, რომლებიც დღემდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან და მკურნალობენ.

ძალიან გული მტკივა, გვტკივა ყველა ჩვენგანს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ მაქსიმალურად აღუდგეთ ჯანმრთელობა,  - მხედველობა იქნება თუ სხვა ტიპის ჯანმრთელობა. ამაში შედის მათი მკურნალობის ხარჯები საზღვარგარეთ საუკეთესო კლინიკებში, სადაც შესაძლებელი იქნება მათ გაუკეთდეთ მაქსიმუმი და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მათი ჯანმრთელობა სრულად იქნას აღდგენილი, შეძლებისდაგვარად“,- განაცხადა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია იმედის ეთერში.