აკაკი ზოიძე: სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს 18 წლის გოგონას საზღვარგარეთ მკურნალობისთვის

  • 24 ივნისი 19:01

„სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს 18 წლის გოგონას საზღვარგარეთ მკურნალობისთვის“ - განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ.

როგორც აკაკი ზოიძემ განაცხადა, იგი ესაუბრა ოჯახს და ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებს.


“რამდენადაც ვიცი და მე მქონდა ამაზე საუბარი თვითონ ოჯახთანაც, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს მისთვის. ნამდვილად უმძიმესია 18 წლის ასაკში ასეთი ტრავმა თავად გოგონასთვის და მისი ოჯახისთვის. ძალიან მხნე და ვაჟკაცური გოგონაა. იქ, ასევე, არის ახალგაზრდა, რომელმაც ასევე, თვალი დაკარგა. მძიმეა ორი პაციენტის მდგომარეობა. ვრცელდება ინფორმაცია, მათ შორის სოციალური მედიითაც, თითქოს რაღაც სჭირდება და არ კეთდება. მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი კეთდება, რაც შესაძლებელია, მათი სიცოცხლის გადასარჩენად და ამისათვის სპეციალისტებიც კი არიან ჩამოყვანილები. მადლობა ქალბატონ ეკას, მთავრობას და პრემიერ-მინისტრს. ყველაფერი გაკეთდება, თუ საჭირო გახდება საზღვარგარეთ გადაყვანაც“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ.


აკაკი ზოიძის თქმით, მნიშვნელოვანია პასუხი აგოს ყველამ, ვინც ამ შედეგამდე მიგვიყვანა.