"TBCBANK Group PLC აქციონერთა 97%-მა ხმა მისცა დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ ჩემი და თავმჯდომარის მოადგილედ ბადრი ჯაფარიძის ხელახალ არჩევას"

  • M2B
  • 24 ივნისი 14:13

TBC BANK-ის დამფუძნებელს მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს, ლონდონში TBC BANK Group PLC აქციონერთა კრებაზე ხელახალი ნდობა გამოუცხადეს. განცხადებას თავად მამუკა ხაზარაძე ავრცელებს. 

"ლონდონში ახლახანს დამთავრდა TBC BANK Group PLC აქციონერთა კრება. აქციონერთა 97 პროცენტმა ხმა მისცა დირექტორთა საბჭოში ჩემი, როგორც თავჯდომარის და ბადრი ჯაფარიძის, როგორც თავჯდომარის მოადგილის ხელახალ არჩევას. თიბისი ბანკის ჯგუფის აქციონერთა შორის 105 ინსტიტუციონალური ინვესტორია, აშშ, დიდი ბრიტანეთი და კონტინენტური ევროპიდან.

ამ ფაქტს ჩვენ აღვიქვამთ, აქციონერთა და ინვესტორთა მხრიდან ჩვენდამი დიდი ნდობის გამოცხადებად და ჩვენს მიერ შემუშავებული სტრატეგიის მხარდაჭერად, რისთვისაც მადლობას ვუცხადებ ყველა ჩვენ პარტნიორს, გუნდის წევრს და ყველა იმ ადამიანს ვინც მუდმივად ნდობას და მხარდაჭერას გვიცხადებდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში."

სრული ვერსიის ნახვა M2B