მიხეილ ცაგარელის კვირის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის (24-30 ივნისი)

  • fortuna.ge
  • 24 ივნისი 12:40

მიხეილ ცაგარელის კვირის (24-30 ივნისი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

დედამიწის ნეგატიური ენერგოველის  გავლენას ზოდიაქოს ყველა ნიშანი საკუთარ თავზე იგრძნობს, რადგან ყველას უამრავი პრობლემა ექნება მოსაგვარებელი.

ვერძი – ნაკლებად ჰარმონიული კვირაა, რაც პირველ რიგში, პროფესიულ საქმიანობაზე აისახება. იძულებული გახდებით დათმოთ გავლენის სფეროები, მოისმინოთ კოლეგათა და ხელმძღვანელეთა კრიტიკა, სულსწრაფობა და უყაირათობა, სიჯიუტე და უკონტროლო ემოციები კი, კონფლიქტების მიზეზი გახდება და ფინანსურ შეცდომებს დაგაშვებინებთ, რომელთა გამოსწორება გადადების გარეშე მოგიწევთ.

კურო – არასტაბილურ კვირაში განსაკუთრებით მოგეძალებათ სიზარმაცე, კომფორტის შექმნის და სიამოვნების მიღების სურვილი კი, სოლიდური თანხის აბსოლუტურად უაზროდ დახარჯვას გაიძულებთ, რადგან ზარალის მეტს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას და შორეულ მოგზაურობას, რადგან მოულოდნელად შექმნილი პრობლემები, საკმაოდ რთული მოსაგვარებელი გახდება. მართალია, კვირის ბოლოს საგრძნობლად გაძლიერდება ენერგოტონუსი, რაც განწყობაზეც პოზიტიურად აისახება, მაგრამ მანამდე  ემოციების მაქსიმალური კონტროლი მოგიწევთ, რათა არ აჰყვეთ ცდუნებებს და გარშემომყოფთა პროვოკაციებს.

ტყუპები – საკმაოდ რთული კვირაა, რადგან სრულად მოგიწევთ ძველი შეხედულებების, წარმოდგენების გადაფასება, იმედს გაგიცრუებენ საქმიანი და სასიყვარულო პარტნიორები, საგადასახადო სამსახურები კი, სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს შეგიქმნიან ვალის და ჯარიმის სასწრაფოდ დაფარვის მოთხოვნით. მოერიდეთ მსხვილ კაპიტალდაბანდებას და მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები, რადგან შინაგანი გაორება და სულსწრაფობა გაუაზრებელი მოქმედებისკენ გიბიძგებთ და სერიოზულ შეცდომებსაც დაგაშვებინებთ.

კირჩხიბი – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია. მართალია, ეტაპობრივად გაუმჯობესდება  სიტუაცია, გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, გახდებით ბევრად ორგანიზებული და ინიციატივიანი, მაგრამ დედამიწის ნეგატიური ენერგოველის გავლენა, თქვენც შეგიქმნით სირთულეებს. იძულებული გახდებით დამოუკიდებლად გადაწყვიტოთ პრობლემები, რადგან დაპირისპირება პარტნიორებთან მათი მხარდაჭერის გარეშე დაგტოვებთ, კონფლიქტი ოჯახის წევრებთან კი, სერიოზულად გაგიფუჭებთ განწყობას. ენდეთ ინტუიციას, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ დამატებითი პრობლემებისგან თავის დაღწევას.

ლომი – კარმული გამოცდის კვირაა. სერიოზული პრობლემები შეგექმენათ სამსახურში, რადგან კონკურენტების გააქტიურება მნიშვნელოვნად შეაფერხებს თქვენს კარიერულ წინსვლას. გაითვალისწინეთ, რომ იწყება ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი მთელი წლის განმავლობაში. დასუსტდება ენერგოტონუსი, არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა,  მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს, გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და ეცადეთ არ აჰყვეთ ემოციებს, რადგან უკონტროლო გამონათქვამები აუცილებლად კოლეგებთან და მეგობრებთან დაპირისპირების მიზეზი გახდება.

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge