რუსებს საქართველოს კურორტებისა და პროდუქტების ბოიკოტისკენ მოუწოდებენ

  • M2B
  • 21 ივნისი 19:52

რუსეთის სახელმწიფო დუმის ფიზკულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ ბეგტიარევი თავის მოქალაქეებს საქართველოს კურორტებისა და პროდუქტების ბოიკოტირებისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო „ნოვოსტი“ ავრცელებს.


დეპუტატის თქმით, საქართველოს დედაქალაქში მორიგი „რუსოფობიური გამოსვლების ახალი ტალღის“ ფონზე ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება.


დეგტიარევმა საქართველოს ურჩია, ახლა ტურისტებს აშშ–დან და ევროპიდან დაელოდოს, ხოლო „ბორჯომი“ ევროპის ბაზარზე გაყიდოს.


ანტირუსული პროტესტი თბილისში


რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მეორე დღეა მიმდინარეობს.


გუშინ დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა.


პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა და რუსეთის დელეგაციამ, მათ შორის სერგეი გავრილოვმა საქართველო 20 ივნისს საღამოს დატოვა.


20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. საპარლამენტო ოპოზიცია ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას და მის გადადგომას მოითხოვდა. აქციის მონაწილეების დასაშლელად სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები. ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა.


ჯამში, სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილია 240 პაციენტი, შსს-ს ინფორმაციით, სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის დაკავებულია აქციის 305 მონაწილე.


21 ივნისს „ქართულ ოცნებაში“ პოლიტსაბჭოს სხდომა ჩატარდა, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თანამდებობდა დატოვა.


ამ დროისთვის პარლამენტის თავმჯდომარის პოსტსზე არჩილ თალაკვაძის კანდიდატურა განიხილება. მანამდე კი სპიკერის მოვალეობას თამარ ჩუგოშვილი შეასრულებს.

სრული ვერსიის ნახვა M2B