დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა, ორს ოპერაცია უტარდება - ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაცია

  • pia.ge
  • 21 ივნისი 12:30

თბილისში, პარლამენტის შენობასთან მომხდარი დაპისირპეიბის შედეგად 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 80 სამართალდამცველია.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ზაზა ბხუამ ინგოროყვას კლინიკაში განაცხადა,  სადაც აქციებზე დაშავებული პაციენტები მოინახულა.


მისი ინფორმაციით, დაშავებულთაგან 102 პაციენტი კლინიკებში რჩება, ერთის მდგომარეობა კი, მძიმეა, ორს დაშავებულს ოპერაცია უტარდება.


"კონკრეტულად ამ დაწესებულებაში იყო შემოყვანილი 46 პაციენტი. აქედან, 35 გაწერილია, 11 პაციენტი კი, რჩება. სხვადასხვა ტრავმასთან გვაქვს საქმე", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge