დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენია დაშავებული და დაკავებული

  • pia.ge
  • 21 ივნისი 10:10

თბილისში განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავავებულების და დაკავებულების ზუსტი რაოდენობა ამჟამად უცნობია.

როგორც „პირველს“ ჯანდაცვის სამინისტროსა და შსს-ში განუცხადეს, განცხადება უახლოეს დროში გაკეთედება.


არსებული ინფორმაციით,  სამართალდამცველებთან შეტაკების 70-მდე ადამიანი დაშავდა, აქედან დაალოხებით 38 სამართალდამცველია. დაშავებულთა შორის ჟურნალისტებიც არიან, მათ ნაწილს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.


არსებული ინფორმაციით, ნიუ ჰოსპიტალში 24 პაციენტია მოთავსებული, მათგან 4 ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. როგორც ნიუ ჰოსპიტალის  დირექტორმა გიორგი კორძახიამ აღნიშნა, დაშავებულთაგან ორს აღენიშნება თვალის მძიმე დაზიანება, რომელიც დამთავრდა მისი ენუკლიაციით.


რას შეეხება აქციის შედეგად დაკავებულებს, არსებული ინფორმაციით პოლიციის განყობილებაში ათობით ადამიანია გადაყვანილი.


თბილისში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის სპიკერის სავარძლის დაკავებას მოჰყვა. გავრილოვი თბილისში, მართლმადიდებელთა საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თავმჯდომარის სტატუსით იმყოფებოდა.


ასამბლეა თბილისში, 19 ივნისს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა, სადაც გავრილოვი სიტყვითაც გამოვიდა.


20 ივნისს ასამბლეა პარლამენტის სხდომათა დარბაზში უნდა გაგრძელებულიყო. სხდომის გახსნის წინ გავრილოვი სპიკერის სავარძელში მოკალათდა და დამსწრე საზოგადოებას რუსულ ენაზე მიმართა.


აღნიშნულს ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან პროტესტი მოჰყვა, რაც საზოგადოების პროტესტში გადაიზარდა.


თავდაპირველად პარლამენტის შენობასთან შეკრებილები გავრილოვის ქვეყნიდან გაძევებას და ასამბლეის ჩაშლას ითხოვდნენ, მათი მოთხოვნის შესრულების შემდეგ ისინი პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომა მოითხოვეს.


აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს, ამის შემდეგ კი, პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს რაც სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.


სპეცრაზმმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენა.


ამჟამად აქცია დაშლილია, თუმცა ოპოზიციის ლიდერები აცხადებენე, რომ პროტესტი დღეს19:00 საათზე განახლდება.


ოპოზიცია ხელისუფლებას უკვე სამ მოთხოვნას უყენებს: პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშნვას.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge